ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" შემტევმა ფერან ტორესმა 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრწყინვალედ იასპარეზა.
22 წლის ფეხბურთელმა კოსტა-რიკის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, თუმცა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა მხრივაც მიიქცია ყურადღება.
საქმე ისაა, რომ ტორესის შეყვარებული "ფურია როხას" თავკაცის, ლუის ენრიკეს ქალიშვილი სირა მარტინესია.
მუნდიალის დაწყებამდე ენრიკეს გულშემატკივრებმა ჰკითხეს, გუნდში შენი ფავორიტი ვინ არისო, რაზეც მან ხუმრობით მიუგო, ფერანს ავირჩევ, რადგან სხვა რამ რომ ვთქვა, ჩემი ქალიშვილი მომკლავსო...
წაიკითხეთ სრულად