ნინო ნინიძე საქართველოშია, თუმცა მას რუსეთი უკრაინასთან ომის გამო არ დაუტოვებია. მსახიობი პერიოდულად ჩამოდის სამშობლოში ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად. თბილისში ყოფნისას მასთან ინტერვიუ რუსულმა იუთუბ-არხმა "Георгий За Кадром“ ჩაწერა. ექსკურსია ვაკის პარკიდან იწყება და ნინო თავისი თბილისის შესახებ ჰყვება...
"...სად ვიცხოვრებ, სად გადავალ - ამას სულაც არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მეტად, იცით, რა მიკვირს? როდესაც მეკითხებიან, რატომ ვარ ხშირად თბილისში, მწერენ, არ გიყვარს მოსკოვიო? დიახ, დიახ, მე ვარ მაშა ივანოვა, რომელიც დაიბადა ტვერში...“ - იცინის 31 წლის მსახიობი.
ნინო ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობის, ია ნინიძის შვილია. ის წლებია რუსეთში მოღვაწეობს. მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში, არის თეატრის მსახიობი. ნინო ნინიძე 2014 წელს ცოლად გაჰყვა უკრაინელ მსახიობ კირილ პლეტნევს. 2015 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. მისი ახლანდელი შეყვარებული კი მაქს ვიტორგანია.
ვაკის პარკი...
"მე ისეთ დროს დავიბადე, თბილისში არეულობა რომ იყო და ჩემთვის ქალაქი იყო ჩემი უბანი, ვაკე... აქ არის საბავშვო ბაღი, სადაც დავდიოდი... მაშინ დავიბადე, როდესაც თბილისში სამოქალაქო ომი იყო, არ იყო სინათლე, გათბობა, ცხელი წყალი, მაგრამ მაინც ტკბილ მოგონებად რჩება, რადგან ყველა ერთად ვცხოვრობდით.
წაიკითხეთ სრულად