„ვერ წარმომედგინა, რომ მე და ჩემი ქმარი დავშორდებოდით... დღემდე ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავს, მაგრამ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ“ - ეკა ჩხეიძე

„ვერ წარმომედგინა, რომ მე და ჩემი ქმარი დავშორდებოდით... დღემდე ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავს, მაგრამ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ“ - ეკა ჩხეიძე
თემურ ჩხეიძის შვილი ეკა ჩხეიძე, რომელიც წარმატებული და ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, Palitranews-ის ეთერში ბლიც-კითხვებს გულახდილად პასუხობს. კითხვას, რას ვერ წარმოიდგენდა ვერასდროს, მსახიობი პასუხობს, რომ მეუღლესთან დაშორებას:

„ვერ წარმომედგინა, რომ მე და ჩემი ქმარი დავშორდებოდით ერთმანეთს. დღესაც იდეალური ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყავს, მაგრამ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. სრული სისულელეა, იდიოტობა, მაგრამ ასე გვირჩევნია დღემდე. ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მხოლოდ მე კი არა, იმდენად იდეალური ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს“ - ამბობს ეკა ჩხეიძე.

ეკა ჩხეიძე ლევან მუშკუდიანზე
იყო დაქორწინებული: “ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით, მისი და ნინა ჩემი კლასელი გახლდათ. მაშინ ფლირტი მქონდა სხვა მამაკაცთან, მაგრამ როცა ცოლობა მთხოვა იმ ადამიანმა, გავიქეცი. ცოლქმრობა ჩემთვის ასოცირდება მარწუხებთან, ქვაბებთან, უთოსთან და ა.შ. ლევანთან ვმეგობრობდი. ერთხელ მოვყევით საოცარ ავარიაში. გონს როცა მოვედი, უკვე გათხოვილი ვიყავი. მანამდე ვისაც ვუყვარდი, ის მოვიდა სანახავად და მითხრა, ავარია და თავის მირტყმა თუ გინდოდა, გეთქვა და მე მიგარტყმევინებდიო.

ლევანსაც ჩემნაირი დამოკიდებულება აქვს ოჯახზე. ეგეთ ადამიანს არ შევხვედრივარ. არაჩვეულებრივი ქმარი და მამაა, მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩვენი სიყვარული, ეჭვიანობის საფუძველი არ მიგვიცია ერთმანეთისთვის. ბევრს ვმოგზაურობდით, დიდ დროს ვატარებდით ცალ-ცალკე და ამაზეც არ გვქონდა პრეტენზია.

ბავშვებს დედა ზრდიდა. არაფერზე არ ჰქონდა ლევანს პრეტენზია. ჩვენ მეგობრები და შეყვარებულები ვიყავით 20 წელი. დათა როცა გავაჩინე, ის გახდა მთავარი კაცი ჩემთვის. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ სულ დათასთან ყოფნა მინდოდა. 35 წლის ვიყავი და ეტყობა ეს ასაკმა მოიტანა, ნამდვილი დედობა გამეხსნა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი და ლევანის ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა, ვნება გაქრა“ - ამბობდა ეკა ჩხეიძე.

წყარო: palitranews.ge


FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93