ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა. მან მშობლიური სოფელი მოინახულა და გულშემატკივრებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. ნაპოლის ქართველი ვარსკვლავი შეყვარებულთან ერთად კალათბურთის მატჩზეც გამოჩნდა, სამშობლოს დატოვებამდე კი სამთავროს მონასტერი მოინახულა.
