სექსის დროს ტვინის უჯრედებს სისხლი ან ცუდად, ან ზედმეტი სისწრაფოთ მიეწოდება., სწორედ ამის გამო იკეტება რამდენიმე სარქველი და ადამიანი მახსოვრობას კარგავს
54 წლის ამერიკელმა ექიმებს გაუმხილა, რომ მეუღლესთან სექსის შემდეგ, მას დღის განმავლობაში მომხდარი ყველა მოვლენა დაავიწყდა. სამედიცინო პერსონალმა მომხდარი მიკრო-ინფაქტად მიიჩნია, რომელსაც ამნეზია ხშირად სდევს თან.
თუმცა , ქალის ტვინში არანაირი პათოლოგია არ აღმოჩნდა. მოგვიანებით მას ისეთი დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც 100 000 ადამიანიდან მხოლოდ რამდენიმე ათეულს ემართება.
ამასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი თეორია. სექსის დროს ტვინის უჯრედებს სისხლი ან ცუდად, ან ზედმეტი სისწრაფოთ მიეწოდება., სწორედ ამის გამო იკეტება რამდენიმე სარქველი და ადამიანი მახსოვრობას კარგავს.
მსგავს შემთხვევებს შორის ბრიტანელი წყვილი ყველაზე ცნობილია. ელისონს არა მხოლოდ ერთი დღე, არამედ ყველაფერი დაავიწყდა მეუღლესთან სექსის შემდეგ. მას არ ახსოვდა ვინ იყო, ვერ იცნო მეუღლე, არ ახსოვდა წელი...
ელისონი ბრიტანელმა და ამერიკელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს. ცდების შედეგად დადგინდა, რომ აქტიური სექსუალური ცხოვრება 50 წელს ზემოთ ადამიანებში ამნეზიას იწვევს.
ამის მიზეზი კლიმაქსის შედეგად სხეულში განვითარებული მოვლენებია.
ელისონს მახსოვრობა მალევე დაუბრუნდა, თუმცა სექსუალური ფაქტი, რომელმაც შემთხვევა გამოიწვია, მაინც ვერაფრით გაიხსენა.