ქალებს გვგონია, რომ მამაკაცებს სექსუალურად მიაჩნიათ მხოლოდ იდეალური სხეული, მაქმანიანი თეთრეული და სექსუალური სამოსი. ასე არაა და ამაში ახლავე დარწმუნდებით.
დილის საშინაო სამოსი
მართალია, ელეგანტურად ჩაცმული ქალი მამაკაცისთვის მიმზიდველია, მაგრამ ბევრს მოსწონს ქალი შინაურულ სამოსში. ასეთს უფრო თავისიანად და დაუცველად აღიქვამენ.
გაჩეჩილი თმა
მამაკაცს ბუნებრიობა მოსწონს. იდეალურ ვარცხნილობას თქვენი გაჩეჩილი თმა ურჩევნია.
უმაკიაჟოდ
ასე მოსახერხებელია. არ დაისვრება თქვენი ტონალური კრემით ან პომადით.
პატარა მუცელი
დაკუნთული მუცელი კი არა, მამაკაცისთვის თქვენი პატარა ღიპუცა უფრო სექსუალურია. მსოფლიოში ყველაზე სექსუალურმა ქალმა მერილინ მონრომ ერთხელ თქვა: "ქალი ღიპუცას გარეშე უავეჯო ბინას ჰგავს".
ნაოჭები
ნაოჭები მამაკაცისთვის არის ქალის სიბრძნის, გამოცდილებისა და სერიოზულობის სიმბოლო.
კარგი მადა
მამაკაცს გემრიელი ჭამით უფრო მოხიბლავთ, ვიდრე დიეტაზე ყოფნით.
სათვალე
სათვალე მამაკაცის თვალში ერთდროულად დაუცველობისა და სისუსტის და დამოუკიდებლობისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის სიმბოლოა.
თეთრი ადგილები სხეულზე
საცურაო კოსტიუმისგან დარჩენილი თეთრი ადგილები სხეულზე მამაკაცის თვალში შიშვლად და სექსუალურად გამოიყურება.
გრძელი ქვედაკაბა
მამაკაცისთვის ფრიალა, გრძელი ქვედაკაბა უფრო მიმზიდველია, ვიდრე სუპერმინი.
შიშველი ფეხები
ვერც ერთი მამაკაცი ვერ დარჩება საყვარელი ქალის შიშველი ტერფების შეხედვისას გულგრილი.