ალბათ, დამეთანხმებით, რომ ადამიანებში სექსუალური პოტენციალი სხვადასხვაგვარი ინტენსივობით ვლინდება.
მეტსაც გეტყვით - ასტროლოგები თვლიან, რომ მომავალი ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებისთვის სასურველიც კია, გაითვალისწინოთ თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს ნიშანი და მისი მოთხოვნილებები სექსუალური კუთხით. ამ მხრივ არსებობს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც განსაკუთრებულად მრავალფეროვანი სექსუალური ფანტაზიები გააჩნია.
ტყუპი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გასაოცარი მოქნილობით გამოირჩევიან, როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური კუთხით. ამიტომ ტყუპისთვის მარტივია როგორც პარტნიორის ენით მოხიბვლა, ისე მასთან სპონტანური სექსი. ტყუპი გიჟდება დაუგეგმავ რამეებზე, ეს ადამიანები ასევე აღმერთებენ ექსპერიმენტებს სექსში და დიდი ინტერესით ეცნობიან "კამასუტრას", რომელიც, დიდი ეჭვი მაქვს, თავის დროზე ტყუპის ნიშნით დაბადებულმა დაწერა.
მორიელი - ერთი შეხედვით, ცივი და თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მორიელი სექსუალურად ყველაზე აქტიური ნიშანია. მისთვის არ არსებობს არანაირი ტაბუ სექსის თვალსაზრისით. იგი გიჟდება ექსტრიმზე და მათ შორის, სექსზე ყველაზე წარმოუდგენელ ადგილას. მორიელისთვის სექსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკვები ან ჰაერი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთან თუ გსურთ სრულფასოვანი რომანი, აუცილებელია, მის მოთხოვნილებებს ბოლომდე აკმაყოფილებდეთ. გაგრძელება