"ჩვენთან სექსი არ არის" - ეს ლეგენდარული ფრაზა 1986 წელს "ლენინგრადი-ბოსტონის" ტელეხიდის დროს გაისმა.
სატელევიზიო შოუში, რომელშიც მხოლოდ ქალბატონები მონაწილეობდნენ, ყოფით საკითხებთან ერთად საუბარი სექსსაც შეეხო. ერთ-ერთი ამერიკელის კითხვაზე საბჭოთა ქალბატონი წამოდგა და ხმამაღლა განაცხადა - "ჩვენთან სექსი არ არის!". ბოსტონის და ლენინგრადის სტუდიებში სიცილმა და ოვაციებმა იფეთქა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ვითარების გამოსწორება სცადა - "ჩვენთან ტელეეთერში არ არის სექსი".
მართლაც, სსრკ-ში სექსი "პრაქტიკულად არ იყო". ფილმებში ეროტიკული სცენები მინიმუმამდე იყო დაყვანილი ("პერესტროიკის" ეპოქის გარდა). სექსი სსრკ-ში ტაბუდადებულ თემებს მიეკუთვნებოდა და მასზე ღიად არ საუბრობდნენ. თუმცა კომუნისტური ეპოქის გარიჟრაჟზე, ახლად შექმნილ სსრკ-ში სექსისადმი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება ჰქონდათ. 1917 წლის ცნობილ სამხედრო რევოლუციასთან ერთად, სსრკ-ში კიდევ ერთი - სექსუალური რევოლუცია ბობოქრობდა. ერთს ლენინი ხელმძღვანელობდა, მეორეს - ალექსანდრა კოლონტაი.
საბჭოთა და მსოფლიო ისტორიაში ამ ქალს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის მსოფლიოში პირველი ქალი-მინისტრი და პირველი ქალი-ელჩი გახლდათ.
16 წლის ასაკში ეს ქალბატონი (ქალიშვილობის გვარი დემონტოვიჩი) თაყვანისმცემლების რიცხვს არ უჩიოდა. მისი სილამაზე და ტემპერამენტი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავდა. ხელის მთხოვნელთა რიცხვში იმპერატორ ალექსანდრე III-ის პირადი ადიუტანტიც - 40 წლის გენერალი ტუტომილინი იყო. ალექსანდრამ მის შემოთავაზებას უარით უპასუხა და ცოლად საკუთარ ბიძაშვილს, ვლადიმერ კოლონტაის გაჰყვა. გაგრძელება