სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე უხვადაა რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ მიმზიდველნი და მომხიბვლელნი და როგორ დავიპყროთ საყვარელი მამაკაცის გული.
მაგრამ ვცადოთ გავერკვეთ - რომელი "რჩევა-დარიგება" "მუშაობს" რეალურად?
1. ამბობენ, რომ აუცილებელია რომანტიკული გარემოს შექმნა. ეს მითია... მამაკაცი არ დააფასებს თქვენს მონდომებას. სანთლები, მუსიკა, შამპანური... მისთვის ეს არასაჭირო "დეკორაციაა", რომელშიც ის ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. ქალისგან განსხვავებით, მამაკაცს დრო არ სჭირდება, რომ მოდუნდეს და ინტიმისთვის განეწყოს. კაცები ბუნებით მებრძოლნი არიან, ესე იგი, ყველგან და ყოველთვის "ფხიზლად" არიან, ფიზიკური სიახლოვის დროსაც კი! თუმცა ის მზადაა აიტანოს თქვენი რომანტიკული გამოხდომები, რადგან ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქალისთვის. მაგრამ არა სანთლების და არომატების სახით!
2. მამაკაცებს მოსწონთ გრძელი თმა. სიმართლეა! გრძელი თმა ტრადიციულად ითვლება ქალური ენერგიის, შინაგანი სიძლიერის, უფრო ზუსტად - ქალურობის და მომხიბვლელობის სიმბოლოდ. როდესაც მამაკაცი ქალის თმას ეხება, ის თითქოს ძალაუფლებას იძენს, იმორჩილებს მას.
3. ეროტიკული საცვალი აღაგზნებს. ეს უფრო მითია, ვიდრე რეალობა. თუ მაცდუნებელ პოზაში დაჯდებით და თან თქვენი საცვლების დემონსტრირებას დაიწყებთ, მამაკაცი გულგრილი ნამდვილად არ დარჩება და მაშინვე გაუჩნდება მისი გახდის სურვილი. და მისთვის აბსოლუტურად სულერთია, რა გეცმევათ! ასე რომ, ლამაზი საცვლები ქალებს უფრო სჭირდებათ, რომ თავი მომხიბვლელად და სექსუალურად იგრძნონ.
4. აფროდიზიაკები საოცრებას ახდენს... სიმართლის მარცვალი ამაში არის. აფროდიზიაკი არის ნივთიერება, რომელიც აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას და სექსუალურ აქტივობას. აფროდიზიაკებს მიეკუთვნება ზოგიერთი სასმელი, არომატი, პროდუქტი. მათგან ყველაზე პოპულარული - ოხრახუში, ნიახური, ჯანჯაფილი, მარწყვი, ზღვის პროდუქტი, თხილეულია. თუმცა ნუ გეგონებათ, რომ როგორც კი ამ რომელიმე პროდუქტით გამოკვებავთ მამაკაცს, ის უცბად შეუდარებელ საყვარლად გადაიქცევა. აფროდიზიაკებს შეუძლია მხოლოდ აღგზნების გაძლიერება და არა მისი გამოწვევა. კვლევების თანახმად, ამ პროდუქტებს გააჩნია დაგროვებითი ეფექტი და მათი მისაღებ დოზებში რეგულარულად გამოყენება დადებითად აისახება მამაკაცის პოტენციასა და ქალის ენერგიაზე და შედეგად, ქრება უმნიშვნელო ჰორმონული დარღვევები. ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში აფროდიზიაკი "უძლურია"!
5. მამაკაცი ჭკუიდან იშლება სექსუალურად ჩაცმული ქალების დანახვაზე... მართალია, მაგრამ... ფსიქოლოგების აზრით, ყოველი მამაკაცისთვის ქალის სამოსში რაღაც განსაკუთრებული, მომხიბვლელი ელემენტი არსებობს, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულია მის ფსიქოტიპზე. ღრმა დეკოლტე განსაკუთრებით ხიბლავს ინფანტილურ მამაკაცებს, სამოსი ღია ზურგით ხიბლავს რომანტიკოსებს: მათ წარმოსახვაში მაშინვე იხატება აღმგზნები "სურათები". ვიწრო, მოტმასნილი ტანსაცმელი, რომელიც კარგად წარმოაჩენს სხეულს და ქალის პლასტიკის შეფასების საშუალებას იძლევა, იპყრობს საკუთარ თავში დარწმუნებული მამაკაცების მზერას. ხოლო რეალისტები, რომელთა დევიზია "ნუ დავხარჯავთ დროს სენტიმენტებზე", არც ერთ მოკლე კაბას არ ტოვებენ უყურადღებოდ.
6. ძლიერი სქესის მოსაზიდად ქალებმა უნდა გამოიყენონ პარფიუმი ფერომონებით. სქესობრივი ფერომონები - მფრინავი ნივთიერებებია, რომლებიც გამოიყოფა ზოგიერთი ცხოველის და ადამიანის მიერ. მათ აქვთ ძლივს შესამჩნევი სურნელი და გზავნიან "სიგნალებს" თავიანთი სახეობის მდედრებთან, რომ სექსის სურვილი აღძრან. მაგრამ ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანების მიერ ფერომონების ყნოსვის და აღქმის სისტემა არ ითვლება ძირითად საშუალებად საპირისპირო სქესის მოსაზიდად. "სიგნალის" მიღების შემდეგ ჩვენი ტვინი იწყებს შერჩევის მექანიზმის ჩართვას: ჩვენ ვიწყებთ პარტნიორის შეფასებას... ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი ფერომონები ძვირად ღირებულია და მიუწვდომელია მასობრივი მომხმარებლისთვის. ამიტომ "სუნამოს ფერომონებით" პლაცებოს ეფექტი აქვს, რომელიც აიძულებს ქალს, თავი მეტად თავისუფლად იგრძნოს მამაკაცის საზოგადოებაში. თუმცა ეს თავად გადაწყვიტეთ. ოღონდ გახსოვდეთ! მამაკაცები არცთუ კარგად აღიქვამენ უცხო სუნს ინტიმური კონტაქტის დროს. უმჯობესია მათი მოზიდვა სუფთა კანის ბუნებრივი სურნელით - სწორედ თქვენი საკუთარი იდუმალი ფერომონებით!
7. სწორი მიდგომის შემთხვევაში ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლას შეძლებთ! ამ საკითხზე კამათი შეიძლება. თუ მიზნად დაისახავთ კონკრეტული მამაკაცის მოხიბვლას, სავარაუდოდ, ამ ამოცანას თავს გაართმევთ. ყველაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა და მუდმივად უნდა გააღვივოთ სიყვარულის ნაპერწკალი. ეს უკვე ხელოვნებაა, რომელიც უნდა შეისწავლოთ და სრულყოთ. ყური დაუგდეთ საყვარელ მამაკაცს, დააკვირდით - რა მოსწონს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, იყავით მისთვის სასურველი პარტნიორი და ერთგული მეგობარი!