სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ინტიმური ცხოვრება ადამიანის დაბადების თვეზეა დამოკიდებული. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, რომელი თვეებია ინიციატიური და ცხელი, რომელი ელოდება პარტნიორისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას და რომელს უყვარს სინაზე.
ხასიათი დაბადების თვის მიხედვით
იანვარი
ცივ იანვარში დაბადებულები ძალიან ტემპერამენტიანები არიან. მათ ქვეცნობიერში თითქოს ჩადებულია, რომ მხოლოდ სიახლოვის დროს შეიძლება გათბე. მუდამ იღებენ სასურველს, ძალიან ექსცენტრიკულები არიან, უყვართ ექსპერიმენტები.
თებერვალი
ძალიან მგზნებარე ხალხია. ამბობენ, რომ ამ თვეში ავანტიურისტები იბადებიან. ლოგინში სრულად იხარჯებიან და პარტნიორისგანაც იმავეს მოითხოვენ. "თავი მტკივა" ან "ხასიათზე არ ვარ" - ურთიერთობას ასამარებს.
მარტი
მარტის კატები თავს არ ზოგავენ მაქსიმალურად. უყვართ ფიზიკური სიახლოვე, ამიტომ ლოგინში ნამდვილი ოსტატები არიან. ნება რომ მისცე, მთელ ცხოვრებას სწორედ ლოგინში გაატარებდნენ. არ იციან, რა არის მორიდება და სიამოვნებით იღებენ ინიციატივას საკუთარ თავზე.
აპრილი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აპრილში დაბადებულები ძალიან ცივები არიან, მაგრამ როცა შესაფერის პარტნიორს პოულობენ, სრულად იხსნებიან. ძალიან ემოციურები არიან, თუმცა, მალევე იღლებიან პარტნიორისგან.
მაისი
მაისში დაბადებულები არც თუ ისე მგრძნობიარეები არიან და სექსში თავად პროცესი მოსწონთ. უპირატესობას კომფორტსა და სინაზეს ანიჭებენ, ექსტრემალური პოზები და ადგილები მათთვის არ არის.
ივნისი
ივნისში დაბადებულები გამოცდილი საყვარლები არიან. ყველაფრის მოსინჯვა სურთ, უყვართ სექსზე საუბარი, ძალიან მგზნებარენი არიან.
ივლისი
ივლისში დაბადებულებს არ ეხერხებათ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. სექსისთვის დიდ ხანს ემზადებიან, მათთვის ემოციური შემადგენელია მთავარი.
აგვისტო
აგვისტოში დაბადებულებს ლოგინში ლიდერის პოზიციის დაკავება სურთ. ვერ იტანენ, როცა მიუთითებენ, თუ როგორ მოიქცნენ. საკმაოდ ეგოისტურები არიან, მაგრამ ცდილობენ პარტნიორის დაკმაყოფილებას, რადგან შექება მათთვის მნიშვნელოვანია.
სექტემბერი
სექტემბერში დაბადებულები ვნებიანები არიან, მაგრამ ემოციურად თავშეკავებული. პარტნიორს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მოადუნოს და სიამოვნების ტალღაზე გადმორთოს.
ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულებს რომანტიკა უყვართ. თავიდან, აღწერენ ინტიმის სცენას სიტყვიერად, ამით ცდილობენ პარტნიორი თავიანთ ტალღაზე გადმოიყვანონ. ცოტათი ვნება აკლიათ, მაგრამ ამის კომპენსირებას სინაზითა და მზრუნველობით ახდენენ.
ნოემბერი
ყველაზე ვნებიანი საყვარლები, ლოგინში ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის არიან მზად. უყვართ უხეშ და მგზნებარე სექსი. მათი სურვილების გამოცნობა შეუძლებელია.
დეკემბერი
დეკემბერში დაბადებულები ნამდვილი გამომგონებლები არიან, უყვართ როლური თამაშები. საკმაოდ სუსტი ემოციური კავშირი აქვთ პარტნიორთან, მაგრამ მასთან სექსი - ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებთ. უყვართ მრავალფეროვნება ინტიმურ ცხოვრებაში.