ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, მთელ მსოფლიოში ქალების 43% საერთოდ არ განიცდის ან სუსტი სქესობრივი ლტოლვა აქვს.
მათ გამოარკვიეს, რომ ქალებში ლიბიდოს დაქვეითებაზე რამოდენიმე ფაქტორი მოქმედებს. კერძოდ, ექსპერტები ამას ხსნიან საზოგადოებაში მიღებული, ოჯახურ წრეში ჩამოყალიბებული ქცევისა და ფასეულობების ნორმებით. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც მშობლები ბავშვებს სექსისადმი შიშს უნერგავენ. ეს უარყოფითად სწორედ გოგონებზე აისახება.
ასევე მნიშვნელოვანია იდეალურ სხეულზე წარმოდგენა. საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ქალებს ხშირად არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ. ფსიქოლოგების თქმით, ახალგაზრდა გოგონების აღქმაში იდეალური სხეულის პარამეტრების ჩამოყალიბებული ნეგატიური ტენდენცია უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკაზე. ამის შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს ნევროზები და ინტიმური სიახლოვის სურვილის არარსებობა. ამასთან ერთად, ყოველთვის გასათვალისწინებელია ჰორმონული ფონი. ტესტოსტერონის და ესტროგენის დონის ცვლილებისას შესაძლებელია ლიბიდოს დაქვეითება (ასევე აღინიშნება სერიოზული, ინტენსიური ვარჯიშის და ოცნების სხეულის მიღწევის მცდელობისას). გაგრძელება