ეროტიკული სიზმარი: მკითხაობა ფროიდის მიხედვით
ეროტიკული სიზმარი: მკითხაობა ფროიდის მიხედვით
1895 წელს ზიგმუნდ ფროიდმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: სიზმარი - სურვილების ერთგვარი სიმბოლური ახდენაა.

სექსუალურ ენერგიას მეცნიერი ადამიანის ძირითად მამოძრავებელ ძალად თვლიდა და ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ფსიქოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ეროტიკულ სიზმრებს უთმობენ.

სიზმრის სექსუალური სიმბოლიკა

რა გესიზმრება და რატომ? გაინტერესებს? მოდი, გავერკვეთ.

ინტიმური ურთიერთობით დაუკმაყოფილებლობა ხშირად სიზმარში პარტნიორის ბუნდოვანი ფიგურით ან გადღაბნილი სახით შეიძლება მოგევლინოს. ასევე, შეიძლება ნახო მხოლოდ მისი ხელები, რომლებიც გეფერებიან; ტორსი ან სხეულის ინტიმური ორგანოები.

სექსის უკმარისობა - მსახიობთან ან იმ კოლეგასთან ინტიმური კავშირის
დასიზმრებით გამოიხატება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არანაირ სურვილს არ აღძრავს შენში. ხშირად ასეთ სიზმარს ეროტიკული ფილმის ნახვის შემდეგ ნახულობ, რომელიც ფანტაზიას გიღვიძებს, ან ვნებიანი ღამის შემდეგ, რომელსაც შენ სიამოვნებით გააგრძელებდი, პარტნიორს რომ განმეორებითი სეანსისთვის ძალა ჰყოფნოდა. ერთი სიტყვით - სიზმარში ნანახი მამაკაცი - შენი პარტნიორის ერთგვარი დუბლიორია.

შიში იმისა, რომ მომხიბვლელად არ გამოიყურები, შეიძლება აისახოს ლესბოსურ სიზმარში. სიზმარში თითქოს დაუპყრობ მამაკაცს იმით ცვლი, ვისაც შეუძლია გაგიგოს, გვერდში დაგიდგეს - ეს სხვა ვინ იქნება, თუ არა შენი საუკეთესო მეგობარი, დაქალი.

ეს შიში სიზმარში კიდევ ერთი უცნაურობით აისახება: ალბათ გინახავს, როცა ქუჩაში შიშველი დადიხარ, ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, მაგრამ გარშემომყოფები ვერც კი ამჩნევენ შენს უჩვეულო მდგომარეობას.

პარტნიორის აგრესიის შიში

დეტალებში გესიზმრება სექსის პრელუდია, მაგრამ როგორც კი აზარტში შედიხარ, სიზმარი წყდება ან ისე იწელება, შენელებულ კადრს ემსგავსება. ასე თუ ისე, შენ, სიზმრის მთავარი გმირი გაწბილებული რჩები.

როცა საქმე ფანტაზიებსა და სიზმრებს ეხება, ფსიქოლოგები ხუმრობენ: "ხანდახან ბანანი, უბრალოდ, ბანანს ნიშნავს". მაგრამ მაინც, უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სიზმრები სექსუალური სიმბოლიკით არის დატვირთული, რომელიც თამამ სცენებს ცვლის.

ფალოსური სიმბოლოები
. გველი, სათვალთვალო მილი, ავტომობილის სიჩქარის გადამრთველი და სხვა მოგრძო ფორმის ნივთები.

ქალის გენიტალიის სიმბოლოები. გამოქვაბული, ბეწვის მუფთი, გვირაბი და სამზარეულოს ინვენტარები, ქვაბით დაწყებული, დოქით დამთავრებული.

სიუჟეტები, რომლებიც სექსუალურ კონტაქტს ასახავს ან ეროტიკული შეგრძნებების სიმბოლოა: საქანელაზე ქანაობა, ცხენზე ჯირითი, ჭიდაობა მოწინააღმდეგესთან ახლო ფიზიკური კონტაქტით.

ძილში ფრენა

გრძნობა - შენი ეროტიკული სიზმრების გასაღები
რომელიმე სიზმარმა აგაღელვა? იმისათვის, რომ სიზმრის ახსნა იპოვო, აუცილებელი არ არის, მაშინვე ფსიქოლოგთან გაიქცე. თავადაც შეგიძლია მისი ინტერპრეტაციის მოძებნა.

დაუკავშირე სიზმარი რეალურ მოვლენებს, რომლებიც შენს ცხოვრებში ხდება. გაიხსენე, კოლეგების რომელმა ფრაზამ დაგაინტრიგა, რა კომპლიმენტი გითხრა სიმპათიურმა უცნობმა ან რაზე იკამათე მეუღლესთან.

გამოიყენე ასოციაციის მეთოდი, რომელსაც ფროიდის დროიდან იყენებენ ფსიქოანალიტიკოსები. შეეცადე, 5-10 წუთის განმავლობაში გონებაში ჩამოთვალო ყველაფერი ის, რაც თავში მოგივა შენს სიზმრად ნანახთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, ეს ყველაზე აბსურდული სიტყვებისა და ეპიზოდების სულელური ნაკრები გამოვა. სწორედ ეს გახლავს შენი გაუცნობიერებელი ემოციური რეაქციების ასახვა. შეეცადე გაარკვიო, რომელი გრძნობა აერთიანებს ყველა ამ საგანს. შენი სიზმრის ახსნაც სწორედ ეს იქნება.

თუ დროდადრო ერთი ტიპის სიზმარს ნახულობ, ეცადე, მონახო იმ მოვლენების კანონზომიერება, რომლებიც ბოლო დროს მოხდა შენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ყოველდღე შემთხვევით ხვდები შენს ყოფილ შეყვარებულს, გესიზმრება, რომ გამოქვაბულში ხარ, საიდანაც თავის დაღწევა არ შეგიძლია. სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ დღემდე ოცნებობ მასთან ურთიერთობაზე, სექსზე და გეშინია, ამაში საკუთარ თავს გამოუტყდე.


კომენტარები (9)
გიო
სიზმარში სექსი რას ნიშნავს
აბა-აბა
სრულიად უცხო ლამაზ 'ქალიშვილთან' სექსი რას ნიშნავს ?
ევა
ვაა ნიკა შენ კიდევ აქ ხაარ კაცოო, ნატალი და მისთანანი რა უყავიით?
ნიკა1
მარია ეგ იმას ნიშნავს ჩემო კარგო, რომ გაქვს ჰიპერ აქტიური ლიბიდო, ხარ ძალიან ვნებიანი და არ გყავს გვერდით მამაკაცი, რომელიც შენს სრულად დაკმაყოფილებას შეძლებს. კი, შეიძლება გაკმაყოფილებს მარა როგოც ჩანს სრულად არა.
მმ
ბბ
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ძლიერი ვნებაა
11:56 / 29-08-2017
შეუსაბამო ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც პერიოდულად ძლიერი ქიმია იფეთქებს ხოლმე...
თქვენთვის მიუღებელია, მამაკაცებისთვის სექსუალურია!
16:28 / 17-08-2017
მამაკაცებს თვალებით უყვართ: ქალის სხეული, მოვლილი, გრძელი თმა, სექსუალური სამოსი... მაგრამ არის ერთი შეხედვით უცნაური დეტალები, რასაც მამაკაცები სექსუალურად მიიჩნევენ.
როგორია თქვენი ინტიმური ცხოვრება დაბადების თვის მიხედვით
14:57 / 28-07-2017
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ინტიმური ცხოვრება ადამიანის დაბადების თვეზეა დამოკიდებული. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, რომელი თვეებია ინიციატიური და ცხელი, რომელი ელოდება პარტნიორისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას და რომელს უყვარს სინაზე.
თუ სიბერის გეშინიათ, ხშირად დაკავდით სექსით!
15:14 / 20-07-2017
თუ მძიმე სამსახურის, ან ცხოვრებისეული პრობლემების გამო სექსით რეგულარულად არ ხართ დაკავებული, გაითვალისწინეთ: კვირაში ერთხელ სექსი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ირწმუნება Yahoo Style UK.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც იდეალურად ეწყობა სექსში ერთმანეთს
10:44 / 16-06-2017
ასტროლოგია და სექსუალური პოტენციალის დონე ერთმნიშვნელოვნად კავშირშია.
მოხიბვლის თეორია: გავრცელებული მითები და რეალობა
13:31 / 12-06-2017
სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ინტერნეტსაიტზე უხვადაა რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ გავხდეთ მიმზიდველნი და მომხიბვლელნი და როგორ დავიპყროთ საყვარელი მამაკაცის გული.
სად ქრება ვნება? 3 ვარჯიში, რომელიც ლტოლვას გააძლიერებს
11:46 / 04-05-2017
ატყობთ, რომ სიახლოვის სურვილი სულ უფრო იშვიათად გიჩნდებათ? ეძებეთ ამის მიზეზი!
ვნების გეოგრაფია - მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ლამაზმანების სექს-საიდუმლოებები
13:05 / 27-04-2017
იდუმალი გეიშები, ელეგანტური ფრანგები, ეგზოტიკური იაპონელები... როგორ ხიბლავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს? საინტერესოა, არა?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30