ბევრმა ტანტრის შესახებ იცის მხოლოდ ის, რომ მუსიკოსი სტინგი კავდება სექსით თავის ცოლთან ტანტრის მიხედვით და პროცესი რამდენიმე საათს გრძელდება. თუმცა რა არის სინამდვილეში ტანტრა? რომელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრინციპები უნდა გადმოვიტანოთ საიდუმლო პრაქტიკიდან იმისათვის, რომ ყოველდღიური სექსი გავაუმჯობესოთ? ამ კითხვებზე პასუხს ჩვენს სტატიაში გაგანდობთ.
ეგზოტიკური კონცეფცია დაიბადა ინდოეთში ათასი წლის წინ. ტანტრის ფესვებს კი ინდუიზმამდე მივყავართ. ტანტრა - სულის პრაქტიკაა, მედიტაცია, რომელიც სუნთქვით ვარჯიშებს აუმჯობესებს, გაცნობიერებულია კავშირი საკუთარ თავთან, სამყაროსთან და პარტნიორთან.
ტანტრა განიხილავს ადამიანური გამოცდილების ყველა ასპექტს, სექსის ჩათვლით, რაც განვითარების პოტენციალს აღვივებს. ნებისმიერი საყვარელი საქმიანობა - ჭამა-სმა, სუნთქვა, ცეკვა, სექსი, რაც სიამოვნებას ანიჭებს უმეტესობას.
ტანტრული სექსის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დაამყარო ახლო კონტაქტი პარტნიორთან. ეს ითვალისწინებს შენელებულ ქმედებებს, გახშირებულ სუნთქვას, თვალებით კონტაქტს და გრძნობების გაცვლას ერთმანეთში.
სექსი slow-motion სტილში (შენელებული კადრი) არცთუ ისე ცუდი იდეაა ქალისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქალს ბევრად მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ აღაგზნოს მამაკაცმა, ვიდრე მამაკაცს.
გიზიარებთ რამდენიმე პრინციპს ტანტრიდან, რომელიც სექსუალურ ცხოვრებაში ამ წუთიდანვე უნდა ჩართოთ, თეორიებში ჩაღრმავების გარეშე.
სუნთქვა
- შეწყვიტეთ ერთი წუთით კითხვა და 10 ხანგრძლივი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთეთ. უკეთ გრძნობთ თავს? დარწმუნებულები ვართ, რომ კი. მანამ, სანამ შეეხებით პარტნიორს, 10 ღრმა ჩასუნთქვა გააკეთეთ იმისათვის, რომ მიწაზე დაეშვათ და სექსისთვის განეწყოთ. ეს იოგის მსგავსად არის, რაც კონცენტრირებაში დაგეხმარებათ.
შენელება
- ტანტრა უმჯობესია აითვისოთ წყნარ გარემოში - იმ დროს, როცა სახლში არავინ არის, შვებულებისას ან შაბათ-კვირას, როცა სასიყვარულო რიტუალისთვის მეტი დრო გაქვთ. პრაქტიკა არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც სწრაფი სექსი უყვარს და ორგაზმია სექსის მიზანი. არ აჩქარდეთ გახდისას, დაიწყეთ მსუბუქი მასაჟით და მოფერებით, ნელი მოძრაობით უნდა იმოქმედოთ, იმისათვის რომ ისიამოვნოთ პროცესით პარტნიორთან ერთად. იფიქრეთ ერთმანეთთან შერწყმაზე და არა ორგაზმზე. ცნობილი სექსოლოგი-ქოუჩები გვირჩევენ, ასეთ დროს პრინციპს „სამი - ოცდაათის ნაცვლად“, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 ბიძგის ნაცვლად სამით შემოიფარგლოთ იმ დროში, რა დროსაც 30 ბიძგს ანდომებთ.
თვალებით კონტაქტი
- ყოველდღიური სექსის მოყვარულისთვის ტანტრის გამოყენება საკმაოდ დიდ სირთულესთან იქნება დაკავშირებული, ვინაიდან ტანტრის მიხედვით, სექსის დროს უნდა უყუროთ ერთმანეთს თვალებში. ეს „სულის კარიბჭეს“ აღებს. ყველაზე ხელსაყრელი პოზა არის რომელიმე პარტნიორი ზემოდან, ან იდეალურია ასეთ დროს ქალი პარტნიორის მუხლებზე დაჯდეს, ხელები კისერზე შემოხვიოს და ფეხები მჭიდროდ გადააჯვარედინოს, ისე, რომ მანძილი მათ შორის თითქმის არ დარჩეს. ამიტომ დოგი-სთაილი გამორიცხეთ ტანტრაში.
ენერგიის გადაკვეთა
- ტანტრა აღმოსავლეთში პირდაპირ ენერგიის გადაკვეთაზეა გათვალისწინებული. წარმოიდგინეთ, სექსის დროს როგორ ენერგიას გადასცემთ თქვენს მამაკაცს? რა ფერის არის და რამდენად დიდი შენაკადია თქვენს წარმოსახვაში? სექს-თერაპევტი ჟაკლინ ჰელერი ამას ყოველდღიურ თავდადებას უწოდებს. უმჯობესია, შესრულდეს დილით, გაღვიძებისთანავე, „კოვზის“ პოზიცია, როდესაც წყვილი გვერდზე წევს და მამაკაცი უკნიდან ეხუტება ქალს მკერდზე, ამავდროულად, მასში იმყოფება 5-10 წუთის განმავლობაში. ამ დროს აუცილებელია ჰარმონიული ბიძგები. "შეიგრძენით, რასაც აკეთებთ", - ამბობს ჟაკლინი.
სოლო
- რითაც გამოირჩევა ტანტრა - არის ის, რომ პარტნიორის გარეშეც შეგიძლიათ პრაქტიკის მიღება. როცა მარტოხელა ხართ, შეეცადეთ დაიწყოთ სუნთქვაზე ვარჯიში. გააანალიზეთ თქვენი სურვილები და სხეულის სექსუალური გამოძიება ჩაიტარეთ. ეს ყველა მაგალითი უხდება მასტურბირებას. შეეცადეთ, ითამაშოთ თითებით - გადადეთ სათამაშოები იმისათვის, რომ საკუთარ კანსა და ეროგენულ წერტილებს შორის სიამოვნება გაზარდოთ. არ იჩქაროთ - თქვენ იმდენად მშვენიერი ხართ, რომ იმსახურებთ ხანგრძლივ და მგრძნობიარე მოფერებას.
წყარო