მანანა მანჯგალაძის ნაამბობმა ბებიის შესახებ, რომელიც 12 წლისა გაათხოვეს (იხილეთ სტატია), კიდევ ერთხელ გახადა მსჯელობის საგანი ნაადრევი გათხოვების თემა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო ჩვენს წინაპრებში და საკმაოდ ახლო წარსულშიც.
სტატიას საინტერესო კომენტარები მოჰყვა - ადამიანები იხსენებდნენ ერთმანეთზე უფრო საოცარ ამბებს ოჯახის წევრების ცხოვრებიდან. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
"მსგავსი ისტორიები ყველას გვაქვს მოსმენილი. სამწუხაროდ, ასე ხდებოდა. ერთი ვიცი, ასე პატარა რომ გაათხოვეს და 3 წელი დედამთილს ეწვინა შვილივით, მერე გახდა 15-ის და ქალი იყო უკვე".
"დედაჩემი 13 წლისა გაათხოვეს. მამაჩემს მის ეზოსთან გაუვლია შემთხვევით - დედა კლასობანას თამაშობდა და ძალიან მოსწონებია. მისულა მისი ოჯახის წევრებთან და მათაც საკმაოდ მალე გადაუწყვეტიათ გოგოს გათხოვება - წესიერი კაცია, მუშაობს, თავისი ფული აქვს, შეინახავს და მოუვლისო... ასე გაათხოვეს 13 წლის გოგო. მამაჩემი მასზე 15 წლით უფროსი იყო. სხვათა შორის, 3 თუ 4 წელი ხელი არ დაუკარებია, უბრალოდ, თავისთან წაიყვანა, რომ არავის მოეტაცებინა და არ წაერთმია მისთვის ეს "ქალი". მხოლოდ მერე, 16 თუ 17 წლისა გახდა უკვე რეალურად მისი ცოლი..." სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე.