ჯოჯო, 16 წლის: "ჩემი სატკივარი ის გახლავთ, რომ კარგად სწავლას ვერაფრით ვახერხებ და ამით მშობლებს გულს ძალიან ვტკენ. არადა, რა ჩემი ბრალია, თუ ამ ოხერი წიგნების კითხვისას გონებაში არაფერი მრჩება?
მშობლები ამას "გაფანტულობას" ეძახიან და ამბობენ: ყველაფერი იმ ბიჭის ბრალია, ვინც ტვინი აგირიაო. არადა, ჩემი შეყვარებული არაფერ შუაშია. პირიქით - ის შესანიშნავ მოსწავლედ მიიჩნევა და გამუდმებით იმას ცდილობს, რომ გაკვეთილების მომზადებაში დამეხმაროს, სწავლისკენ მიბიძგოს.
რა ვქნა, თუ ტექსტებს ვერ ვიზეპირებ და რაც ვიცი, იმის გადმოცემის უნარიც არ მაქვს, ყოველ შემთვევაში, მასწავლებლამდე ვერ მიმაქვს?!. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? როგორ დავუმტკიცო მშობლებს, რომ სწავლას ცდას არ ვაკლებ, მაგრამ ეს საქმე არ გამომდის? როგორ მოვიკრიბო გონება და როგორ გადავიქცე კარგ მოსწავლედ? იქნებ რაიმე აბები არსებობს, რაც ადამიანს გონების "გახსნაში" ეხმარება? წინასწარ გიხდით მადლობას".
ჟურნალი "გზა" (გამოდის ხუთშაბათობით)