ზაფხულში ბევრს უყვარს თბილი საღამოების ჰაერზე, მეგობრებთან ერთად გატარება, მაგრამ ტერასაზე ნებივრობა და ჩაის სმა ხშირად შემაწუხებელი ხდება მწერების გამო. მათგან თავის დაღწევა ბუნებრივი და ეფექტური საშუალებით არის შესაძლებელი.
ამის გაკეთებას მარტივად თავადაც შეძლებთ.
დაგჭირდებათ:
- 4 ქილა;
- 40 წვეთი ზეთი (შესარჩევად: ლავანდა, ლიმონი, პიტნა, ევკალიპტი);
- 2 ლიმონი ან ლაიმი;
- რეჰანის ან პიტნის 8 ღერი;
- წყალი;
- სანთელი;
მომზადება:
- მოათავსეთ რეჰანის ან პიტნის 2-2 ღერი თითოეულ ქილაში.
- გაავსეთ ქილების 3/4 წყლით.
- დაუმატეთ ეთერზეთი. თითო ქილაში 10-10 წვეთი.
- დაჭრილი ციტრუსი გაანაწილეთ ქილებში;
- დაამატეთ წყალი. მოათავსეთ სანთლები ქილებში და აანთეთ.
- გამოცვალეთ სითხე 4-5 დღეში ერთხელ.
ეს მარტივი მეთოდი გაგათავისუფლებთ მწერების შემაწუხებელი შემოსევისგან, სასიამოვნო არომატს დააყენებს თქვენ ირგვლივ და გაალამაზებს ტერასას თუ აივანს.