დღეს ბევრ ოჯახშია სილიკონის გამოსაცხობი ფორმები, რომლებსაც დიასახლისები სიამოვნებით იყენებენ.
ის მრავალნაირია, მსუბუქი, ადვილად გასარეცხი და ადვილად გამოსაყენებელი – ანუ საქმესაც აიოლებს და შედეგსაც ამრავალფეროვნებს. თუმცა რამდენად უსაფრთხოა და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, თუ ამ ფორმებს იყენებთ ან ყიდვას აპირებთ? ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მის მავნებლობაზე. თუმცა ცალსახად ის შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ჭურჭელი შეიძლება იყოს მავნე, თუ მისი მოხმარების წესებს არ დავიცავთ. გარდა ამისა, ბაზარი სავსეა უხარისხო და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ნაწარმით. ამიტომ ყიდვის დროს ხარისხს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეტიკეტი რაც შეიძლება მკაფიო და გასაგები უნდა იყოს და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციაც – ზუსტი.
არსებობს სილიკონის სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა რეცეპტურითა და გამოყენების სფეროებით. მის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ქიმიური ელემენტი: ბორიუმი, კობალტი, ქრომი, ნიკელი, მარგანეცი, სელენი, თუთია და სხვები. ყველა ამ კომპონენტს შეუძლია საფრთხის მოტანა.
იხილეთ სტატია სრულად