ჩვენ რამდენიმე ცნობილი ევროპელი დიეტოლოგისა და კვების ექსპერტის კვების რაციონს გადავხედეთ და მათი რჩევები და მითითებები შევაგროვეთ. რატომ? ამას ახლავე აგიხსნით. თუმცა ჩამონათვალის გრძელი სიაც გაგაოცებთ.
არასოდეს ვჭამ:
- სენდვიჩის მსგავს საკონდიტრო ნაწარმს, ორ ორცხობილას შორის კრემი ან ჯემი - ეს არის ძალიან კალორიული პროდუქტი, ქიმიური დანამატებით გაჯერებული, რომლებსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს ორგანიზმისთვის.
- ფასტფუდი: კარტოფილი ფრი, ზეთში შემწვარი ღვეზელები და ფენოვანი ცომის ორცხობილები. აგრეთვე, ყველა ის პროდუქტი, რომელიც კარტოფილი ფრის მსგავსად ფრიტიურში, ბევრ ზეთში იწვება.
- მაღაზიაში ნაყიდ გაყინულ ბლინებს, პელმენსა და სხვა მსგავს პროდუქტს.
- კარტოფილის ჩიფსებს, თეთრ ბრინჯს. შეცვალეთ იგი ყავისფერით, რომელიც თეთრზე ათასჯერ სასარგებლოა. იგი არ გადის დამუშავებას და მდიდარია კალიუმით, რკინით და მაგნიუმით.
- არ ვსვამ გაზიან სასმელებს, მუყაოს ყუთის წვენებს. ისინი საღებავების, ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების მეტს არაფერს შეიცავს. თუ ვერ ითმენთ, ისე გინდათ გაზიანი სასმელი დალიოთ, ერთ ჭიქა მინერალურ გაზიან სასმელში ლიმონი ჩააწურეთ.
- მაიონეზს, მარგარინს.
- მაღაზიის რძეს. არც სოიოს რძეს. თავად სათაური უკვე არაჯანსაღად ჟღერს.
- თხილეულს, რომელსაც გაუვიდა ვადა და არაფერი სასარგებლო აღარ დარჩა. აგრეთვე, მოხალულ თხილს, რომელსაც ობისა და ცუდი გემოს დასაკარგავად ხალავენ.
- მზა მიუსლის - მასში იმდენი შაქარი და ქიმიური დანამატია, რომ ჩირებისა და თხილის მიუხედავად, სასარგებლო პროდუქტს ვერ დავარქმევთ.
- იოგურტს, შეფერადებულს და სხვადასხვა არამატით გაჯერებულს. დამერწმუნეთ, მასში სასარგებლო არაფერია.
- სიმინდს. თუ თქვენს ბაღში, რეგიონში არაა მოყვანილი, მაშინ გენმოდიფიცირებულია და არც მისი კონსერვის ჭამას გირჩევთ.
- ღორის ხორცს. რომ იცოდეთ, როგორ და რით ზრდიან საქონელს, არც თქვენ შეჭამდით.
- თეთრი ფქვილის ნაწარმს, პურს. განსაკუთრებით, მაღაზიაში, საცხობში ნაყიდ ფუნთუშებსა და ღვეზელებს, რომლებსაც არ ვიცით, რა ცხიმითა და ფქვილით ამზადებენ.
ასევე იხილეთ:
5 ბოსტნეული, რომელიც გაყინული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქორფა სახით