ფერიმჭამელები სახეზე და გამონაყარი - ყველაზე მეტად უფუჭებს ქალს ხასიათს. ამიტომაც ახლა გასწავლით უმარტივეს მეთოდს, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ სახეზე გამონაყარს და გაგისუფთავებთ ფორებს შავი წერტილებისგან.
დაგჭირდებათ მხოლოდ ლიმონი, წყალი და მარილი.
აიღეთ 2 სუფრის კოვზი მარილი (უმჯობესია ზღვის მარილი), ნახევარი კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი წყალი და ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული ნიღაბი წაისვით კანის პრობლემურ ადგილებზე და 2-4 წუთის განმავლობაში თითების ნაზი მოძრაობით კარგად შეიზილეთ. არ დაგეზაროთ! შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეული დასაბანი საშუალებით.
მნიშვნელოვანი რჩევა: ეს პროცედურა კვირაში მხოლოდ 2-ჯერ გაიკეთეთ.
ასევე იხილეთ:
თვითნაკეთი სახის ასახევი ნიღაბი: "ძირს ფერიმჭამელები"