თუ იყენებთ ხსნად ყავას, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ადუღების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოდუღებულ ყავას განსხვავებული, უკეთესი ეფექტი აქვს!
ინგრედიენტები:
- ნალექიანი ყავა 4 სკ
- კაკაო 1 სკ
- შაქარი 4 სკ
- მდუღარე წყალი 5 სკ
- რძე 750 მლ
- ნაყინი გემოვნებით
- ყინულის კუბიკები
მომზადების წესი
- პირველ რიგში ათქვიფეთ ყავა და კაკაო ცხელ წყალში. ადუღეთ 2 წუთით, სანამ კარგად არ გაიხსნება. დაამატეთ შაქარი და ადუღეთ კიდევ 1 წუთი, სანამ შაქარიც არ გადნება, შემდეგ კი ლითონის საწურის დახმარებით გადაწურეთ.
- ორ სუფრის კოვზ მიღებულ ნარევს შეურიეთ რძე და ყინულის ნატეხები, ათქვიფეთ კარგად შერევამდე.
- გადაანაწილეთ 3-4 მაღალყელიან ჭიქაში და მიირთვით სასურველ ნაყინთან ერთად.
შენიშვნა: თუ იყენებთ ხსნად ყავას, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ადუღების გარეშე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოდუღებულ ყავას განსხვავებული, უკეთესი ეფექტი აქვს!