ეს დიეტა კომპანია General Motors-ში შეიმუშავეს იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც წონაში დაკლება სურდა, მაგრამ მკაცრი დიეტებისა და სპეციალური წამლების გარეშე ამას ვერ ახერხებდნენ. ავტოსამშენებლო გიგანტის მიზანი იყო, იმ თანამშრომლების გვერდში დგომა, რომლებსაც არ ქონდათ საკმარისი დრო და ძალა, რათა საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნათ.
პირველი წესი: არ გამოტოვოთ საკვების მიღების არცერთი დრო. იდეალური იქნება, თუკი საკვების მეღებებს შორის დრო 3 საათს არ გადააჭარბებს!
მეორე წესი: არ უნდა იყოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში მშიერი. როგორც კი შიმშილის იგრძნობთ, მაშინვე მიირთვით!
თუკი გსურთ დიეტა GM-სგან მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, მიუდექით მას მთელი სერიოზულობით. მკაცრად მიჰყევით ინსტრუქციას, შეიძინეთ ყველა საჭირო პროდუქტი საჭირო რაოდენობით.
პირველი დღე
ეს დიეტის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ამიტომაც მთლიანად უნდა მიუძღვნათ ხილს. მიირთვით ყველანაირი ხილი, რომელიც თქვენს გულს გაუხარდება.
მთავარია – გამორიცხოთ სიიდან ბანანი. და დაიმახოვრეთ, რომ საუკეთესოა საზამთრო და ნესვი. დარწმუნდით იმაში, რომ სხვა არცერთ პროდუქტს არ მიეკარებით: არც უმს, არც მოხარშულს და მით უმეტეს, არც შემწვარს.
ასევე ამ დღეს აუცილებელია დალიოთ 8-12 ჭიქა წყალი.
თუკი მაინც შეგაწუხათ შიმშილის გრძნობამ, გაზარდეთ ხილის ულუფები. გაიკეთეთ ასორტები. კატეგორიულად არ შეიძლება დარჩეთ მშიერი.
მეორე დღე
ეს დღე მთლიანად ბოსტნეულს უნდა დაუთმოთ. აირჩიეთ ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ. შეგიძლიათ მოხარშოთ, ან მიირთვათ უმად. ოღონდ არ გამოიყენოთ არც მარილი, არც ცხიმი.
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთხელ მიირთვათ მოხარშული კარტოფილი. ასევე მიეძალეთ სტაფილოს, ბროკოლს, კიტრს, გოგრას, სალათის ფურცლებს, კომბოსტოს, ბადრიჯანს.
თუკი ყველა წესს დაიცავთ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ესტუმრებით საჭირო ოთახს. ეს აუცილებელია თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის "კაპიტალური რემონტისთვის".
და არ დაგავიწყდეთ დალიოთ დღეში 8-12 ჭიქა წყალი.
მესამე დღე.
ეს ხილისა და ბოსტნეულის დღეა. ჭამეთ რაც მოგესურვებათ, მხოლოდ კარტოფილისა და ბანანის გარდა.
მთავარია – არ შეურიოთ ერთმანეთში ხილი და ბოსტნეული, არ მიირთვათ ისინი ერთად. გაიკეთეთ ხილის ასორტი საუზმისთვის, ბოსტნეულის – სადილისთვის (სანელებლების გარეშე) და მიირთვით რამდენიმე სხვადასხვა ხილი ვახშმად.
როგორც პირველი ორი დღის შემთხვევაში, აქაც აუცილებელია დალიოთ ბევრი წყალი.
მეოთხე დღე
ამ დღეს ბანანი და რძე გვაქვს მენიუში. დღის განმავლობაში მოგიწევთ მიირთვათ 8-10 ცალი ბანანი და დალიოთ 3 ჭიქა რძე. მეტი არაფერი არ შეიძლება!
მოგეჩვენებათ, რომ ეს "შიმშილის დღეა", მაგრამ გაგიკვირდებათ და შესანიშნავად დანაყრდებით. მთავარია – გახსოვდეთ, რომ ამ დღეს უნდა ჭამოთ მინიმუმ ოთხჯერ. რძე უნდა დაილოთ საუზმეზეც, სადილადაც და ვახშამზეც.
ჩვენ კი გარანტიას გაძლევთ, რომ მთელი დღის განმავლობაში შიმშილის არანაირი ნიშანიც არ გექნებათ!
მეხუთე დღე
თუკი გიყვართ პომიდორი, მაშინ მეხუთე დღე თქვენთვის დღესასწაულია. სადილად უნდა მიირთვათ ერთი ულუფა მოხარშული ბრინჯი, ხოლო საუზმეზე და ვახშმად 6-7 ცალი პომიდორი.
ორგანიზმი ამ დღეს ბევრ შარდის მჟავას გამოყოფს. ამიტომაც უნდა შეეცადოთ დალიოთ 12-15 ჭიქა წყალი.
მეექვსე დღე.
შუადღისას შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ულუფა ბრინჯი. დღის დანარჩენ კვებებზე შეინარჩუნეთ მცენარეული რაციონი, იგივე, რაც ხილისა და ბოსტნეულის დღეს გქონდათ. არ გაგიჭირდებათ, ამ დროისთვის უკვე მიჩვეული იქნებით ცოტაოდენი საჭმლით დაკმაყოფილებას.
მეშვიდე დღე
ეს დიეტის ბოლო დღეა. ამიტომაც გაქვთ უფლება მიირთვათ ერთი თეფში ბრინჯი და ყველა ბოსტნეული, რასაც მოისურვებთ. ხილის ჭამა ამ დღეს არ შეგიძლიათ, მაგრამ ყოველი კვება ამ დღეს ხილის წვენით უნდა დაასრულოთ. ახაგამოწურულით, რა თქმა უნდა.
ამ დიეტის დაცვის შედეგად უყოყმანოდ დაიკლებთ შესამჩნევად და ამასთან წონა უკან აღარ დაგიბრუნდებათ, რადგან დიეტა შესაშნინავად ასუფთავებს თქვენს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემას.
დიეტის დაცვა რეკომენდებულია მაქსიმუმ თვეში ერთხელ.