შვრიის ფაფა საუზმზე დღის საუკეთესო დაწყებაა. იგი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით და რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ.
უპირატესობა
შვრიის ფაფა ქალებისთვისაც საუკეთესოა და მამაკაცებისთვისა, არ აქვს უკუჩვენება. მისი ჭამა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. აჯანსარებს ორგანიზმს, კანისა და თმის მდგომარეობას. მოგაცილებთ სახიდან ფერიმჭამელებს. დაგანაყრებთ და არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა.
ორგანიზმის მომზადება დიეტისთვის
შვრიის ფაფის დიეტის დაწყებამდე, ორგანიზმი უნდა მოამზადოთ, გაწმინდოთ. ამისათვის, ოთხ სადილის კოვზ ბრინჯს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 40-60 წუთი. უნდა მიიღოთ თხელი კისელი. დალიეთ და არაფერი მიიღოთ მომდევნო 5 საათის განმავლობაში. გამწმენდი კურსია 10 დღე.
გახდომის ექსპრეს-მეთოდი
3-5 დღის განმავლობაში მხოლოდ შვრიის ფაფა უნდა ჭამოთ. 200-250 გრამი დღეში უმარილოდ, უცხიმოდ, უშაქროდ. მოკლე დროში 3-დან 5 კილომდე დაიკლებთ. თუმცა. ეს მეთოდი ნებადართულია წელიწადში მხოლოდ ორჯერ.
შვრიის ფაფა საუმეზე
თქვენ იმ შემთხვევაშიც დაიკლებთ წონაში თუ საუზმეზე შვრიის ფაფას მიირთმევთ, ხოლო დღის განმავლობაში ხილსა და ბოსტნეულს. ვახშამი 7 საათზე გვიან არ უნდა გქონდეთ. სხვათა შორის, ამ დიეტაზე შეგიძლიათ განტვირთვის დღეებიც მოიწყოთ. კვირაში მხოლოდ 1 დღე.
შვრიის ფაფა და ხილი
ასეთი დიეტა მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ხილისა და ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ძირითადი პროდუქტი შვრიის ფაფაა. ხილიდან შეგიძლიათ მიირთვათ: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კივი, ფორთოხალი. ჩირებიდან: კურაგა, ქიშმიში, შავქლიავი, ვაშლის ჩირი. გამორიცხეთ შაქარი, მარილი, ცხიმი. მიიღეთ ბევრი წყალი. ფაფასა შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი თაფლი და თხილი. ფაფის თითო პორცია არ უნდა აღემატებოდეს 250 გრამს. ხილის ულუფა 00 გრამს, ხოლო ჩირისა - 100 გრამს. დიეტა ასე გამოიყურება: პირველი დღე: საუზმესა და ვახშამზე შვრიის ფაფა; სადილსა და სამხარზე - ხილი; ლანჩზე - ჩირი. მეორე დღეს: საუზმესა და სადილზე - ფაფა; ვახშამზე - ხილი, ლანჩსა და სამხარზე ჩირი. ასეთ დიეტაზე ორ კვირაზე მეტხანს ნუ გაჩერდებით. შედეგად 5-დან 10 კილომდე დაიკლებთ. გახსოვდეთ, დიეტის დროს არ უნდა მიირთვათ ყურძენი და ბანანი.
შვრიის ფაფა და ბოსტნეული
ხანგრძლივობაა 2 კვირა. შედეგი 5-დან 10 კილომდე. დიეტის დროს, შვრიის ფაფის გარდა შეგიძლიათ მიირთვათ: პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, მწვანილი. ბოსტნეულისგან შეგიძლიათ დაჭრათ სალათები, მოხარშოთ, ან ორთქლზე მოამზადოთ. ბოსტნეულის კერძებს დაუმატეთ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.
განტვირთვის დღე შვრიის ფაფზე
თუ ხვდებით, რომ დიეტას ვერ დაიცავთ, განტვირთვის დღე მაინც მოიწყვეთ. ამისათვის, დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 200 გრამი შვრიის ფაფა ("ჰერკულესი" ყოველგვარი დანამატების გარეშე). მას კისელისმაგვარი ფორმა უნდა ჰქონდეს. დღიური ნორმა 6-ჯერზე გადაანაწილეთ. დამატებით მიიღეთ 2 ლიტრი წყალი, ასკილის ნაყენი, მწვანე ჩაი, ან მინერალური, უგაზო წყალი. კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ძილის ძინ შეგიძლიათ 1 ჭიქა მაწონი მიირთვათ.