ყველაფერი გენიალური მარტივია! ამ მეთოდის შემდეგ ფეხის ტერფები ჩვილი ბავშვივით ნაზი და გლუვი ხდება და დროთა განმავლობაში კოჟრებიც ქრება!
მაშ, ასე...
აიღეთ პატარა ტაშტი (იმხელა, რომ ორივე ფეხი ჩაგეტიოთ), ჩაასხით მასში 1,5 ლ ცხელი წყალი (იმ ტემპერატურის, რომ გაუძლოთ), დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი. ჩაყავით ფეხები ტაშტში და მოიცადეთ.
რამდენიმე წუთში იგრძნობთ საოცარ სირბილეს. თუკი ძალიან გაუხეშებული გაქვთ ქუსლები, ცოტა მეტხანს დაყოვნდით. შემდეგ გაიხეხეთ ფეხისგულები სპეციალური სახეხით ან პემზით და გადაივლეთ წყალი.
ყველაფერ ამის შემდეგ წაისვით გლიცერინისა და ძმრის ნარევი (აფთიაქში შეიძინეთ გლიცერინის პატარა ქილა და მთლიან ქილას დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ჩვეულებრივი, სუფრის ძმარი). ეს ნაერთი შეგიძლიათ ყოველდღიურად წაისვათ ფეხის ტერფებზე, ხოლო ზეჟანგის აბაზანა – კვირაში ერთხელ საკმარისია!