ამ მსახიობს უკვე ბევრი დიასახლისის გული დაუპყრია. ამჯერად "ქუზეი გუნეის" მთავარ როლშია. კივანჩ ტატლიტუგი მრავალშვილიან ოჯახშია დაბადებული (ოთხი და-ძმა ჰყავს) 1983 წელს, თურქეთის ქალაქ ადანში. მისი მშობლების რამდენიმე თაობა მცხობელები იყვნენ.
ლამაზი გარეგნობის ბიჭს სკოლაში კალათბურთი შეუყვარდა. მოგვიანებით მშობლებთან ერთად სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საკალათბურთო კლუბის წევრი გახდა. თუმცა ფეხის ტრავმამ სპორტული ოცნებები გაუქრო და დედის რჩევით, სამოდელო სფეროში ჩაერთო. ერთ წელიწადში, დიდი შრომისა და კარგი გარეგნობის წყალობით, პრესტიჟული სამოდელო კონკურსების გამარჯვებული გახდა - ჯერ თურქეთში, მერე - მსოფლიო მასშტაბით.
სამოდელო სფეროს ვარსკვლავი მალე კინოპროდიუსერებმაც შენიშნეს, მოსინჯეს და... მალე ნამდვილი მსახიობი გახდა, ცნობილი ვარსკვლავი, რომელსაც თყრქ ბრედ პიტს ეძახიან.
რასაკვირველია, ბევრი ფანი ჰყავს. რაც შეეხება საყვარელ ქალებს, არც ისე მცირე "მონაგარი" აქვს. მისი მიჯნური კარგა ხანს იყო "მის მფლოლიოს-2002", მსახიობი აზრა აკინი. მერე იყო 14 წლით უფროსი მელტემ კამბული. შემდეგ მცირე ხანს ხვდებოდა თურქი მილიონერის ქალიშვილ იდილ ფირატს. ახლა კი კვლავ მელტემს ხვდება და ამბობენ, რომ სავარაუდოდ მასვე მოიყვანს ცოლად.
სრულად იხილეთ...