ახალბედა დიასახლისებისთვის ქათმის ლამაზად შეწვა არც ისე ადვილი ამოცანაა. ქათამი ლამაზად და ზომიერად დაბრაწულიც უნდა იყოს, მარილიც ნორმაზე ჰქონდეს და ხორციც ძალიან არ უნდა გამოშრეს.
სასურველია, გემოც კარგი ჰქონდეს. სუპერმარკეტებში ხომ ყოველთვის იდეალურ პროდუქტს არ გვთავაზობენ. ზოგი ხორცი ისეთი უგემურია ან ისეთი სპეციფიკური გემო დაჰკრავს, რომ უსიამოვნო საჭმელია. საწებლებსა და აჯიკასთან ერთად შეწვა ერთგვარი გამოსავალია, სამაგიეროდ, აჯიკის და ტომატის ნაწილაკები სწრაფად იწვის და ხორცს ნახშირის ნამცეცებივით ატყვია.
იმ ჩინებულ დიასახლისებს, რომლებსაც ზემოჩამოთვლილი პრობლემები სასაცილოდ არ ჰყოფნით და ფიქრობენ, რომ ქათმის შეწვა არავისგან ესწავლებათ, შეუძლიათ კითხვა აღარ განაგრძონ. შედარებით თავმდაბლებსა და გამოუცდელებს კი გთავაზობთ ქათმის შეწვის და პიკანტური გემოს რამდენიმე საიდუმლოს.
წინასწარ მოამზადეთ 1 ჭიქა მარილწყალი (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქაზე), რომელშიც 2 კბილი დანაყილი ნიორი იქნება გაზავებული.
1. გასუფთავებულ ქათამს გარედან და შიგნიდან მარილი კარგად წაუსვით. სადაც საშუალებაა, კანქვეშაც შეაზილეთ და თეთრი ხორცის ნაპრალებშიც. დაახლოებით 5 წუთი გააჩერეთ და ოდნავ ზეთმოსხმულ ტაფაზე მოათავსეთ. სასურველია, ზემოდან სიმძიმეც ედოს. თუ დიდი ქათამია, სიმძიმე აუცილებელია.
2. თუ საკმარისი ცხიმი არ აქვს, ზეთი დაუმატეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მშრალად არ შეიწვას. გაგრძელება