თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ყავის გარეშე. ეს არომატული სასმელი ჩვენს დროში უკვე საკულტო გახდა და გვხვდება მსოფლიოს ყველა კუთხეში. განსაკუთრებული პოპულარობით კი სარგებლობს ე.წ. ხსნადი ყავა.
მიუხედავად იმისა, რომ ნალექიან, მოსახარშ ყავაში გაცილებით მეტად არის შენარჩუნებული ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებებიც და გემოც, ხსნადი ყავის პოპულარობის მთავარი მიზეზი მისი მომზადების სიმარტივეში მდგომარეობს.
წარმოების მეთოდის მიხედვით ხსნადი ყავის სამი სახეობა არსებობს:
ფხვნილისებური - ამ სახის ყავა მიიღება ყავის ექსტრაქტის (გამონაწვილის) გაფრქვევით გაშრობით. ხსნადი ყავის სეგმენტში ეს ყველაზე იაფფასიანი პროდუქტია;
გრანულირებული (აგლომერატი) - ყავის ეს სახეობა მიიღება ფხვნილის დასველებით და შემდგომ მისი გრანულირებით. ეს პროდუქტი შედარებით მუქი ფერის "ხორკლიან" გრანულებს წარმოადგენს;
სუბლიმირებული (Freeze-dried coffee)- ეს არის შედარებით ღია ფერის, გლუვი გრანულები. ეს პროდუქტი ხსნად ყავებში ყველაზე ძვირია და განსაკუთრებით მაღალი ხარისხით ხასიათდება. მის მისაღებად ყავის ექსტრაქტი იყინება და შემდეგ შრება თხევადი ფაზის გავლის გარეშე. ამ ტიპის შრობით მიიღება ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სასმელი. სრულად...