ორგანიზმის დაბერება ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. თუმცა ნებისმიერ ქალს სურს, ეს პროცესი ან შეაჩეროს, ან მაქსიმალურად გადასწიოს. როდის იწყებს ორგანიზმი დაბერებას, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რა უნდა მოიმოქმედოთ?
1. პირ-ცხვირის ნაოჭები
კანის დაბერების პირველი ეტაპი აქ იწყება. თუ მშრალი ტიპის კანი გაქვთ, დაბერება შეიძლება 25 წლიდანაც დაიწყოს. თუ კარგი კოსმეტოლოგი გყავთ, მის რჩევებს ყური დაუგდეთ, გამოგადგებათ. თუ ნაოჭები ძალიან ღრმაა, შეიძლება პლასტიკური ქირურგის კონსულტაცია დაგჭირდეთ.
2. სახის ოვალი
სახის ფორმის შეცვლას შეაჩერებთ, თუ ვარჯიშებს შეასრულებთ. თუ დააგვიანეთ, კოსმეტოლოგის კონსულტაცია დაგჭირდებათ.
3. ჩაშავებული და ამოსიებული თვალები
თვალის კუთხეებში პირველი ნაოჭები უჩნდებათ მათ, ვისაც თხელი და მშრალი კანი აქვს და უძილობით იტანჯება. თვალის გარშემო არსებულ კანს ახალგაზრდობიდანვე უნდა მიხედვა. ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებთან ერთად ძილის რეჟიმიც უნდა დაარეგულიროთ.{{ArticleSplitCont}}
4. ყელი
მამაკაცები ამბობენ, რომ ქალის ასაკი თუ გაინტერესებთ, ხელებსა და ყელს უნდა დააკვირდეთ. ხელებზე ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება ყელს, მისი კანი დაბერებას სხვადასხვა ასაკში იწყებს. გააჩნია, როგორი ტიპის კანი აქვს ქალბატონს. მშრალი კანი უფრო ადრე იწყებს დაბერებას. ყელის კანის დაბერებას აპარატორული კოსმეტოლოგიით ან ინიექციებით უშველით.
5. ხელები
ხელები, რა თქმა უნდა, სახის კანივით თვალშისაცემი არაა, მაგრამ მაინც არასასიამოვნო პროცესია. დაბერებულ ხელებზე ჩნდება ამოსიებული ვენები და ლაქები. მიზეზი სხვადასხვაა - მემკვიდრეობით დაწყებული, ბიოქიმიის უარყოფითი გავლენა და ულტრაიისფერი სხივები. გირჩევთ, ჭურჭლის რეცხვის დროს ხელთათმანები გაიკეთოთ, მოერიდოთ მზის სხივებს და ქუჩაში გასვლამდე (განსაკუთრებით, სიცივეში) წაისვათ ხელის კრემი.
6. ზედმეტი წონა
ქალს ასაკს მატებს და ზოგიერთი ორგანოს მუშაობაზე უარყოფითად აისახება. მოერიდეთ სწრაფ დიეტებს. გახსოვდეთ, ლამაზ სხეულს დაიყენებთ და შეინარჩუნებთ, თუ ჯანსაღად იკვებებით (მცირე ულუფებით და 4-5-ჯერ დღეში) და თუ ყოველდღე არა, კვირაში 3-4-ჯერ მაინც ივარჯიშებთ.