შემწვარი კარტოფილი ბევრ ჩვენგანს უყვარს, მაგრამ აი, გამომცხვარი - ყველას როდი გაუსინჯავს! ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ და ნოყიერ კერძს, რომელიც არა მარტო საუზმედ, არამედ სადილადაც გამოდგება.
იხილეთ ვიდეო
მაშ ასე: თქვენ დაგჭირდებათ მოზრდილი კარტოფილი, რომელსაც გასუფთავების შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში 7 წუთის განმავლობაში გამოაცხობთ. როცა შეგრილდება, ამოიღეთ გული ისე, რომ მასში სატენის მოთავსება იყოს შესაძლებელი.
გულამოღებულ კარტოფილში ჩააფინეთ ისპანახის ფოთლები, ბეკონი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, გახეხილი სტაფილო, ჩაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდვრის ნაჭრები ან ცოტა ტომატი. ცვალეთ ვარიაციები თქვენი გემოვნების მიხედვით. კარგად გამოტენილი კარტოფილი შედგით აირღუმელში 350 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში და მიღებული განუმეორებელი კერძით ისიამოვნეთ!
იხილეთ ვიდეო