იგრძნო ჯადოსნური სიმსუბუქე სხეულში, ენერგიის მოზღვავება და გქონდეს მოხდენილი სხეული – ამ ვარჯიშების მეშვეობით მარტივზე მარტივია. მთავარი აქ ის არის, რომ არ გჭირდებათ მოძრაობა: ყველაფერი სტატიკაში კეთდება.
1. პეპლის ფრთა
ნახევრად მოხრილი მარჯვენა ფეხით მიებჯენით კედელს, მარცხენა ნახევრად მოხრილი ფეხი კი მარჯვენას მუხლზე დაიდეთ. წელით აიწიეთ იატაკიდან, ხელები დაიწყეთ მუცელზე. დაჰყავით ამ მდგომარეობაში 1 წუთი და შემდეგ გაიმეორეთ მეორე ფეხით.
2. წისქვილი
ხელისგულები დაიწყეთ მუცელზე. მარჯვენა ფეხი ასწიეთ ჰორიზონტალურად, ხოლო მარცხენა მაქსიმალურად დაბლა დაუშვით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 1 წუთი და გაიმეორეთ მეორე ფეხით.
3. მისალმება
გაასწორეთ ორივე ფეხი კედლის გასწვრივ, წვერები გაჭიმეთ. აიწიეთ იატაკიდან მხოლოდ მხრებით და მარჯვენა ხელით შეეცადეთ მისწვდეთ ფეხის ტერფს, მარცხენა ხელი დაიდეთ მუცელზე. გაიმეორეთ იგივე მარცხენა ხელით.
4. მაკრატელი
ასწიეთ ორივე ფეხი ზემოთ ისე, რომ არ მოხაროთ მუხლები. მარჯვენა ფეხი მიაყრდენით კედელს, მარცხენა გადახარეთ უკან, წელი ხელებით გეკავოთ. გაიმეორეთ იგივე მარჯვენა ფეხით.
5. ხიდი
დაწექით ხალიჩაზე, ხელისგულები დააწყეთ იატაკზე ისე, რომ თითის წვერები კედელს შეეხოს. ფეხის ტერფებით მიეყრდენით კედელს მაქსიმალურად მაღლა, დაჭიმეთ თეძოები და ასწიეთ წელი.
იმისათვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, სასურველია, თითოეული ვარჯიში 10-10-ჯერ გაიმეოროთ. შესამჩნევი შედეგი 2-3 კვირაში იქნება.