სურდო, გაციება – საკმაოდ არასასიამოვნო რამ არის, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, განსაკუთრებით, წელიწადის ცივ სეზონზე.
ყველა ადამიანისთვის ნაცნობია, რას ნიშნავს გაჭედილი ცხვირი და რამხელა დისკომფორტია ეს.
ჩინურ მედიცინაში არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობის საფუძველი კუნთებსა და ქსოვილებში სისხლის სწორი მიწოდებაა. ამიტომაც თუკი ორგანიზმში რაიმე მიზეზით მოხდა სისხლის მიმოქცევის შეჩერება, ადამიანი ავად ხდება. მაგრამ თუკი შევძლებთ ავამოქმედოთ სისხლის მიწოდება, ავადმყოფობა მაშინვე უკან დაიხევს.
ამიტომაც გთავაზობთ სპეციალურ წერტილოვან მასაჟს, რომელიც გაგათავისუფლებთ მტანჯველი სურდოსგან რამდენიმე წუთში. დაგჭირდებათ დაიზილოთ სახეზე მხოლოდ 4 წერტილი და მორჩა, უკვე კარგად ხართ!
სურდოს მოსახსნელი ჩინური მასაჟი
1. წარბებს შორის წერტილი
ვიზუალურად გააგრძელე წარბის ხაზი. ეს წერტილი მდებარეობს ამ ხაზისა და შუბლის ხაზის კვეთაზე.
2. წერტილი საფეთქელზე
ეს წერტილი სახის ორივე მხარეს მდებარეობს. კონკრეტულად კი, თქვენი წარბის გარეთა კიდიდან 2 სანტიმეტრში. ორივე მხარეს ერთდროულად უნდა დააწვეთ.
3. წერტილი ცხვირზე
ასევე სიმეტრიული წერტილი, რომელიც ცხვირის დასაწყისში მდებარეობს, თვალების შიდან წერტილებთან. ორივე წერტილს ერთდროულად უნდა დააწვეთ.
4. წერტილი ცხვირის დასასრულთან
სიმეტრიული წერტილები ცხვირის ფრთებიდან ნახევარ სანტიმეტრში.
ვიდეოში უფრო დაწვრილებით იხილავთ, როგორ გაიკეთოთ ეს მასაჟი.