ალბათ, ყველამ ვიცით თეორიულად, რომ სხვისი ცოლით ან ქმრით დაინტერესება, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ მისაღები საქციელია. თუმცა, მორალის და ეთიკის, უბრალოდ, ადამიანური სოლიდარობის ნორმებს არცთუ იშვიათად აბიჯებს ბევრი, რასაც ხშირად "სიყვარულის" სახელით უძებნიან გამართლებას.
მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ასტროლოგიურად არ არსებობს "შემთხვევითი კავშირები", ყველაფერს გააჩნია საკუთარი კანონზომიერება. დღეს კი იმ ზოდიაქოს ნიშნებზე გიამბობთ, რომლებისთვისაც ექსტრიმი სასიყვარულო ურთიერთობაში და "აკრძალული ხილის" მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთი ხალხი ხშირად თავად ეძებს ისეთ პარტნიორს, რომელიც რაიმე მიზეზით ბოლომდე ვერ იქნება მასთან. ყველაფერი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ზოდიაქო ნიშნის თვისებებისა და ბავშვობაში მიღებული გარკვეული ემოციური ტრავმების ბრალია.
ლომი - სიყვარული ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანცია და ელექსირია. ლომებს უყვართ, როცა ეთაყვანებიან. ამიტომ ძალიან ხშირად სპეციალურად ირჩევენ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც მიზეზით არ შეუძლიათ მათთან ოფიციალურ კავშირში ყოფნა. გარდა ამისა, ლომი ამბიციური ნიშანია და მოსწონს კიდეც სკანდალების და საყოველთაო განხილვის ეპიცენტრში ყოფნა. როგორც იტყვიან, "შავი პიარიც ხომ პიარია, არა?"
მორიელი - სირთულეების სიყვარულია ალბათ ის ძირითადი მიზეზი, რატომაც ხვდება მორიელის ნიშნით დაბადებული სასიყვარულო სამკუთხედში. მორიელებს არაფერი იზიდავთ მარტივი, ამიტომ ჩვეულებრივ რუტინულ ქორწინებას ბევრი მათგანი თავბრუდამხვევ და ვნებიან რომანებს არჩევს, თუნდაც სტატუსით არცთუ თავისუფალ პარტნიორთან. ასეთ სიტუაციაში მორიელი, ასე ვთქვათ, ისე გრძნობს თავს, როგორც "თევზი წყალში", მისთვის ხომ მუდმივი ექსტრიმი და ემოციების პიკი ბუნებრივი მდგომარეობაა.
იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge