სინამდვილეში ეს დიეტა არ არის: ეს ყოველდღიური რაციონის მიმართ პრინციპულად ახალი მიდგომაა, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს სამუდამოდ მოგაშორებთ!
ალკალინის დიეტაზე ერთ-ერთი პირველები, ვინც ალაპარაკდნენ, იყვნენ ვიქტორია ბექჰემი, ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ და კირსტენ დანსტი. სწორედ კვების ამ ახალ მეთოდს მიაწერენ ვარსკვლავები საკუთარი მოხდენილობის, იდეალური კანისა და სასიცოცხლო ენერგიის საიდუმლოს.
კვების სისტემა შეიმუშავეს ექიმმა-ნუტრიციონისტებმა ვიკა ეჯსონმა და ნატაშა კორეტმა. და წონაში დასაკლებად სულაც არა! დიეტა კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის იყო თავდაპირველად განკუთვნილი, რათა მათთვის დაებალანსებინათ მჟავიანობა და აღედგინათ ორგანიზმის pH-ბალანსი. მაგრამ ახალი სისტემის "გვერდითი" მოვლენა აღმოჩნდა მადის დასტაბილურება, ნივთიერებების უკეთ შეთვისება და – წონის დაქვეითება ნორმამდე იმ შემთხვევაში, თუკი ნახევარი წლის ან მეტის განმავლობაში დაიცავთ ამ კვების რეჟიმს.
ყოველი პროდუქტი გადამუშავებისას იძლევა მჟავა ან ტუტოვან რეაქციას. თუკი მჟავა-ტუტოვანი ბალანსი ორგანიზმში დარღვეულია, ყველა სისტემა ირევა. ცუდი საჭმლის მონელება, სახის არაჯანმრთელი ფერი, ცუდი განწყობა, ენერგიის დაკარგვა და დაღლილობა: ყველაფერი ეს იმის გამო, რომ თქვენი კვება დაუბალანსებელია.
დიეტის არსი საოცრად მარტივია. საჭიროა შეადგინოთ ისეთი ყოველდღიური რაციონი, რომ პროდუქტების 80%-ს ჰქონდეს ტუტოვანი თვისებები, და მხოლოდ 20%-ს – მჟავა თვისებები.
რა თქმა უნდა, თუკი რაციონიდან გამორიცხავთ მარილს, შაქარს და ალკოჰოლს, ეფექტი ბევრად შესამჩნევი და სწრაფი იქნება, მაგრამ თუკი ამ პროდუქტებს ვერ შეელევით, არ იდარდოთ – დიეტა მაინც იმუშავებს.
ტუტოვანი პროდუქტები: მიირთვი, რამდენიც გინდა!
ახალი ნატურალური რძე;
შავი პური საფუვრის გარეშე;
ბანანი;
ისპანახი;
სალათის ფოთლები და კომბოსტო;
ნიახური;
თხილი, ნიგოზი;
ნებისმიერი ბურღულეული;
ბოსტნეული: გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, კიტრი, ყაბაყი, სიმინდი, ტკბილი წიწაკა.
ხილი: ჟოლო, საზამთრო, ფინიკი, მანგო, მსხალი.
არარაფინირებული მცენარეული ზეთი.
მჟავა-პროდუქტები: რაც ნაკლები, მით უკეთესია!
ალკოჰოლი;
ლიმონათი, ტკბილი გაზიანი სასმელები;
შავი ჩაი;
ღორის ხორცი;
საქონლის ხორცი;
ინდაურის ხორცი;
ქათმის ხორცი;
პურ-ფუნთუშეული;
თეთრი ბრინჯი;
კარაქი;
კვერცხი;
ნებისმიერი სახეობის კარტოფილი, გარდა კანიანად მოხარშულისა.
სოკო.
დიახ, ეს დიეტა განსაკუთრებით ვეგეტარიანელებს მოეწონებათ. მაგრამ შეგახსენებთ, ხორცის მოყვარულებო, რომ "მჟავა -პროდუქტებიდანაც" შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გსურთ, უბრალოდ ისე, რომ არ დაარღვიოთ ბალანსი 20%-80%-ზე.
ამ დიეტით გახდომის საშუალო ტემპი – თვეში 4 კილოგრამია, ამიტომაც დიეტოლოგები და გასტროენტეროლოგები ერთხმად აღიარებენ მას არა მხოლოდ უბრალოდ ეფექტურ, არამედ აბსოლუტურად უსაფრთხო კვების რეჟიმად.