თითოეული ჩვენგანის ქცევაში არის რაღაც უცნაური, რაც გვგონია, რომ მხოლოდ ჩვენ გვახასიათებს. თუმცა ეს არასწორია. იმიტომ, რომ მეცნიერების თანახმად, ყველა ჩვენს განსაკუთრებულ ჩვევას მეცნიერული ახსნა გააჩნია.
1. პარურეზი - სხვა ადამიანებთან ყოფნის დროს მოშარდვის შიში
შეხვედით, მაგალითად, რესტორნის ტუალეტში მოსაშარდად და გესმით უცხო ადამიანის ნაბიჯების ხმა. და... მორჩა, "გეკეტებათ". თქვენ უკან კი დიდი რიგი დგება და ვერავინ ხვდება, თუ რაშია საქმე.
2. ფრჩხილების კვნეტა
ონიჰოფაგია - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც 10-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანების 45%-ს აწუხებს (უმეტესად ქალებს). მათ შორის, ცნობილ ადამიანებს - ბრიტნი სპირსს, ჟაკლინ კენედის, ევა მენდესს...
3. საკუთარი ემოციების აღქმისა და გადმოცემის უუნარობა
ალბათ, ხშირად გსმენიათ გოგონასგან, რომ მისი შეყვარებული არ არის მასთან გულწრფელი. "იგი არასოდეს მიზიარებს განცდებს", "მას არ აინტერესებს, რა ხდება ჩემს გულში" - და ა.შ. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ წუხილების ორი მესამედი შეიძლება სამედიცინო მოვლენა "ალექსიტიმიათი" აიხსნას. ეს ტერმინი ნიშნავს საკუთარი ემოციების აღქმისა და გადმოცემის უუნარობას. იგი რაღაც დოზით თიოთოეულ ჩვენგანს გააჩნია, მაგრამ მძიმე შემთხვევის დროს შეუძლია ადამიანს სიცოცხლე მოუწამლოს.
4. ძალადობრივი ემოციური გამოხატვა
წარმოიდგინეთ: უფროსი გსაყვედურობთ დაშვებული სერიოზული შეცდომის გამო, თქვენ კი გრძნობთ, რომ წამიც და - ახარხარდებით, და საკუთარ თავს ვერ ერევით.
თუ მსგავსი რამ გადაგხდათ თავს, შესაძლებელია, "ძალადობრივი ემოციური გამოხატვის" სინდრომი გაწუხებთ.
5. ვერ იტანთ ზოგიერთ ხმას
ფაქტობრივად, თითოეული ჩვენგანი ვერ იტანს ამა თუ იმ ხმას: ცარცის დაფაზე გასმის, ხვრინვის, წყლის წვეთების და სხვ. ნორმალურია თუ არა ეს, დამოკიდებულია, თუ რამდენად გვიშლის ეს ხელს ცხოვრებაში.
ფსიქიკური აშლილობა, სახელწოდებით "მიზოფონია" - არის მდგომარეობა, როდესაც ჩვეულებრივი, უწყინარი ხმები გვიშლის ნერვებს. მაგალითად, თუ როგორ ხმებს გამოსცემენ სხვები ჭამის დროს, როგორ სუნთქავენ, ახველებენ და ა.შ.
6. დაუმორჩილებლობის ოპოზიციური აშლილობა
დიდ კოლექტივში ყოველთვის გამოიძებნება კადრი, რომელიც ყველაფერს მწვავედ აღიქვამს, რაც კი "ზემოდან" მოდის. იგი ცხოვრების მთავარ მიზნად თვლის უფროსობის ავტორიტეტის შელახვას ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით. ჩხუბობს უმნიშვნელო მიზეზების გამოც კი.