სამზარეულოს სივიწროვის გამო ზოგჯერ იძულებულნი ვართ, მაცივარი და გაზქურა გვერდიგვერდ დავდგათ. თავს ზემოთ თუ ძალა არ არის, რას ვიზამთ, თუმცა მაინც გვინდა იმ პრობლემებს შევეხოთ, რაც ამ ორი მოწყობილობის "მეზობლობას" მოსდევს.
შეუფერებელი წყვილი
მაცივარი და გაზქურა გვერდიგვერდ, ნამდვილად არ არის სასურველი ვარიანტი. გაითვალისწინეთ, რომ მაცივარი აცივებს იმ ტემპერატურის შესაბამისად, რაც გარშემო აქვს. გაზქურა კი ამ ტემპერატურას მაღლა წევს. მართალია, გაზქურა მაცივრის მხოლოდ ცალ მხარეს აცხელებს, მაცივრის კომპრესორი ამაზე მაინც რეაგირებს და უფრო აქტიურად იწყებს გაგრილებას.
ამის გამო იმ მხარეს, რომელიც არ ცხელდება, ყინულის უფრო დიდ ფენას მივიღებთ. თუ მაცივარი მუდმივად ამ რეჟიმით იმუშავებს, კომპრესორის დეტალები უფრო ადრე გამოვა წყობილებიდან, ვიდრე ამას საექსპლუატაციო ვადა ითვალისწინებს. ასე რომ, თუ ფართი საშუალებას იძლევა, მათი გვერდიგვერდ დადგმა მართლაც არ ღირს. გაგრძელება