ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა და სავარაუდოდ, გრძნობთ, რომ გადატვირთული სმა-ჭამა გელით. დარწმუნდით, რომ მენიუში არ იქნება ეს პროდუქტები: დიეტოლოგებმა დაამტკიცეს, რომ მათში საერთოდ არაფერია სასარგებლო,მავნებელი კი – ძალიან ბევრი.
ჩიფსები
ცხიმი, მარილი, გემოს გამაძლიერებლები. ეს დამღუპველია ორგანიზმისთვის.
ფუნთუშები, მაფინები
შაქრიანი ბომბები. ამასთან, ცხიმიანი შაქრიანი ბომბები.
ტკბილი "მშრალი საუზმეები" რძით
არარეალურად ბევრი გლიტენი და შაქარი აქვს, პლუს, საკვების გადამამუშავებელი სისტემის ლორწოვანის გამაღიზიანებელი ეფექტი.
თეთრი შოკოლადი
ის შოკოლადიც არ არის: მასში კაკაო 35%-იც არ არის. ამიტომაც შოკოლადის სასარგებლო თვისებები მასში საერთოდ არ არის, ხოლო 24 კოვზი შაქარი ფილაში – ნამდვილად არის.
კარტოფილი-ფრი
თავადაც მიხვდებით, რომ მასში მავნებლობის მეტი არაფერია. 500 კალორია ერთ პატარა შეკვრაში.
დიეტური გაზიანი სასმელები
ტკბილი სატყუარა ინსულინისთვის, რომელიც გამომუშავდა, მაგრამ მისაღები არაფერი აქვს. სალამი, დიაბეტო!
თეთრი პური
ნახშირწყლების დინამიტი სასარგებლო ნივთიერებების ნატამალის გარეშე. მხოლოდ კალორიები.
მარილიანი ორცხობილები - ბრეცეები
ხრამ-ხრუმ და სულ რაღაც 10 ცალი ორცხობილისგან 300 კალორიას იღებთ.
თევზის ჩხირები
ტრანსცხიმები გაურკვეველი წარმოშობის თევზში, თანაც საფანელში.
ძეხვი
საშუალო ზომის 2 ცალ ნაჭერში – დღის ნორმა ნატრიუმი შედის. ნატრიუმი კი თითქმის ყველგან არის. ასე რომ, ზედოზირება პირველივე მცდელობაზე გაქვთ.
რძე
პასტერიზებული რძე კლავს თქვენს კანს, იწვევს გამონაყარს და თქვენი სისხლძარღვები ქოლესტერინის შეტევას განიცდის.
პაკეტის წვენები
ეს წვენი არ არის. ეს წყალში გახსნილი ფხვნილია, პლუს, კონსერვანტები, არომატიზატორები და ჯანმრთელობის სხვა მკვლელები.
მზა სოუსები
გამასქელებლები და საღებავები მათ მადისაღმძვრელ შეხედულებას აძლევს, მაგრამ გვერწმუნეთ: ეს მავნებელია.
ნაღების ნაყინი
ჯემებით, ვაფლებით, შოკოლადით და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის განკუთვნილი სხვა "ძღვენით". რაში გჭირდებათ?