ყველა ქალს სურს მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ იდეალური შედეგის მიღწევა არცთუ ისე ადვილია. უამრავი ქალი ყიდულობს ტანსაცმელს მოდაზე და არა საკუთარ გემოვნებაზე დაყრდნობით. ამასთან, ავიწყდებათ, რომ ყველაზე ლამაზი და მოდური სამოსი განსხვავებულად გამოიყურება სხვადასხვა ადამიანზე.
ქვედაბოლოს სწორად შესარჩევად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:
1. სხეულის ფორმა: "სამკუთხედი" ან "მსხალი"
მსგავსი ტიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ვიწრო მხრები, გამოკვეთილი წელი, ფართო თეძოები.
ამ ტიპის სხეულის მფლობელ ქალბატონებს ყველაზე მეტად მოუხდებათ გაშლილი, ე.წ. კლიოში ქვედაბოლო და А-სილუეტი - რომლებიც თეძოებზე თავისუფლად ზის და ფარავს ზედმეტ კილოგრამებს.
შეარჩიეთ ქვედაბოლოები მარტივი თარგით. ასევე, მოგიხდებათ სწორი ქვედაბოლო, "ფანქარი" და გრძელი, ფართოფარფლიანი ქვედაბოლო.
2. სხეულის ფორმა: "გადაბრუნებული სამკუთხედი"
სხეულის ამ ფორმისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: გამოკვეთილი, თეძოზე განიერი მხრები, სხეულის ქვედა მხარე ვიზუალურად ზედაზე ვიწრო ჩანს.
ამ ტიპის სხეულის მფლობელ ქალბატონებს ყველაზე მეტად მოუხდებათ: სწორი, ნაკეცებიანი, გოფრე, ტრაპეცია, ქვედაბოლო-შარვლები. დასაშვებია პრინტიანი და გრაფიკული გამოსახულებიანი ნაჭრები.
3. სხეულის ფორმა: "ქვიშის საათი"
მსგავსი ტიპისთვის დამახასიათებელია: ვიწრო წელი, დიდი მკერდი და განიერი თეძოები.
ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტიპი, რომელსაც მოუხდება მაღალწელიანი ქვედაბოლო, ქვედაბოლო-შარვალი და "ფანქარი", ასევე, ნაკეცებიანი. ქვედაბოლოს მოუხდება ფართო ქამარი, რომელიც გამოკვეთავს წელს. თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ატაროთ მინი-ქვედაბოლოები.
4. სხეულის ფორმა: "ვაშლი"
მსგავსი ტიპისთვის დამახასიათებელია: მომრგვალებული მხრები, მუცელი და ბრტყელი დუნდულები.
ლამაზი სილუეტის შესაქმნელად ატარეთ მაღალწელიანი ქვედაბოლო, რომელიც დაფარავს მუცელს და სხეულს ქალურობას შესძენს. ასევე მოგიხდებათ ტრაპეცია და სხვა ქვემოთ ფართო ქვედაბოლოები. უარი თქვით მინიზე და სწორ ქვედაბოლოებზე, რომლებიც ხაზს გაუსვამს სხეულის ნაკლს.
5. სხეულის ფორმა: "მართკუთხედი"
ასეთი აღნაგობისთვის დამახასიათებელია: მხრებისა და თეძოების სწორი მოხაზულობა, ბრტყელი დუნდულები, ცუდად გამოკვეთილი წელი.
ამ ტიპის სხეულის მფლობელმა ქალბატონებმა უნდა იზრუნონ, რომ ტანსაცმელმა სილუეტი უფრო ქალური გახადოს - ვიზუალურად გამოკვეთოს წელი და თეძოებს მოცულობა შემატოს. ამისათვის იდეალური ვარიანტია ქვედაბოლო - ტიტა, სწორი, "ფანქარი", А-სილუეტი, გოფრირებული და ნაკეცებიანი ქვედაბოლოები.