იტალიური და ამერიკული კინოს ვარსკვლავმა მონიკა ბელუჩიმ Chanel-ის პარიზული შოუს სტუმრები აღაფრთოვანა.
51 წლის მსახიობი ჩვენებაზე ლეგინსებში გამოჩნდა, რომელიც შესანიშნავი სხეულის ფორმებს კიდევ უფრო ხაზს უსვამდა. მონიკამ თამამი სამოსი შავ სვიტერს, Christian Louboutin-ის მაღალქუსლიან ბოტილიონებსა და სტაფილოსფერ ტყავის ქურთუკს შეუხამა.
ბელუჩიმ საკმაოდ სარისკო იმიჯი შეარჩია: ყველა ქალი ვერ გაბედავს მის ასაკში ლეგინსების ჩაცმას.
მონიკა კი თავდაჯერებული ქალია და თამამად ახდენს სხეულის დემონსტრირებას ტანზე მოტმასნილი სამოსით.