არსებობდა ასეთი შუასაუკუნეების რეცეპტი: "თუ ადამიანს აწუხებს დეპრესიულობა და ენერგიის ნაკლებობა, თმა და ფრჩხილები უნდა შეეჭრა მზარდი მთვარის პერიოდში, მარსის დღეს (სამშაბათი). სამი კვირის განმავლობაში და გამოკეთდებოდა".
თუ არ გიმართლებთ საქმეებში, სიყვარულსა და ცხოვრებაში, თმის შეჭრა გამოცდილ, თქვენზე უფროს სტილისტს მიანდეთ. თუ ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, ახალგაზრდა, თქვენი ასაკის ადამიანს შეაჭრევინეთ თმა. მისი ენერგეტიკა თქვენსაზე არ იმოქმედებს. არასდროს შეიჭრათ თმა თავად.
თმის შეჭრამდე აუცილებლად ჩაიხედეთ მთვარის კალენდარში. თუ თმის გაზრდა გსურთ, თმა მზარდი მთვარის პერიოდში, სავსემთვარეობამდე შეიჭერით. თუ თმის ძირების გაძლიერებს თმის ცვენის შეჩერება გსურთ, სალონს მთვარის კლების პერიოდში ეწვიეთ.
არასდროს შეიჭრათ თმა ახალმთვარეობასა და სავსემთვარეობაზე. აგრეთვე მზისა და მთვარის დაბნელებისას და მთვარის შემდეგ დღეებში: 9, 15, 23 და 29.
თმის შეჭრა, როცა მთვარე ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს გაივლის
მთვარე ვერძში: კარგი დღეა თმის შესაჭრელად, მაგრამ არც თმაზე და არც ვარცხნილობაზე გავლენას არ იქნონებს. ამ დღეს შეჭრილი თმა გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.
მთვარე ლომში: თუ თმას ასეთ დღეს შეიჭრით, ლამაზი, ხშირი და მბზინვარე გაგეზრდებათ.
მთვარე მშვილდოსანში: კარგი დღეა თმის შესაჭრელად; გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და კარიერული წინსვლა გელით.
მთვარე ტყუპსა და სასწორში: შეჭრის შემდეგ თმა სწრაფად იზრდება.
მთვარე მერწყულში: თმის შეჭრას არ გირჩევთ. მოსალოდნელი თმის ცვენის დაწყება.
მთვარე კირჩხიბში: ვარცხნილობას დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნდება ფორმა. თმა დამყოლი გახდება.
მთვარე მორიელში: არ გირჩევთ. შეიძლება გაგირთულდეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და საერთოდ საწინააღმდეგო სქესთან.
მთვარე თევზებში: თმის შეჭრამ შეიძლება ქერტლი გაგიჩინოთ.
მთვარე კუროში, ქალწულსა და თხის რქაში: განსაკუთრებით კარგი პერიოდია თმის შესაღებად და დასახვევად ან გასასწორებლად.
თმის შეჭრა კვირის დღეების მიხედვით იხილეთ...