კანის ყოველდღიური მოვლა უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანისთვის და მთავარი ამ საქმეში არის ის, თუ რას იყენებთ პირის დასაბანად.
არასწორად შერჩეული ან უხარისხო საპონი, შესაძლოა, გახდეს სახეზე გამონაყრის და შავი წერტილების მიზეზი. და საერთოდაც, იმ კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა, რაც მაღაზიებში იყიდება, ხშირ შემთხვევაში არაეფექტური და სუსტია.
სახის დასაბანი საპნის არჩევისას უმთავრესი წესია: რაც უფრო მოკლეა მისი შემადგენლობის სია, მით უკეთესია.
საერთოდაც, გვსურს გასწავლოთ დილით პირის დაბანის შინაური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც იდეალურად გაისუფთავებთ კანს.
დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი. პატარა ჯამში შეურიეთ ქოქოსის კარაქი და სოდა. ოღონდ დარწმუნდით, რომ სოდა ფხვიერია და არ არის დაკორკოშელავებული. თუ საჭიროა, წინასწარ გაცერით.
რა პროპორციებით უნდა შეურიოთ ეს ორი ინგრედიენტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის კანი გაქვთ.
მგრძნობიარე კანისთვის დაიცავით პროპორცია: 2:1-ზე, კარაქის სასარგებლოდ.
ვისაც პირიქით, სურს ამქერცლავი ეფექტი მიიღოს, სოდა და კარაქი თანაბარი რაოდენობით უნდა აიღოს.
წაისვით მომზადებული საპონი კანზე მსუბუქი, წრიული მოძრაობებით. შეგიძლიათ რამდენიმე წუთი გაიჩეროთ სახეზე, როგორც ნიღაბი, შემდეგ კი ჩამოიბანოთ თბილი წყლით.
თუკი ამ პროცედურას კვირაში 3-ჯერ გაიმეორებთ, ერთ თვეში გლუვ, მბზინავ, ჯანმრთელი ფერის და სუფთა კანს მიიღებთ.
ასევე, ეს ნიღაბი კარგია გამონაყრისგან დარჩენილი იარების მოსაშორებლად.
ქოქოსის კარაქს ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ის შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს და კანს მიკრობებისგან.
სოდა კი არა მხოლოდ წმენდს კანს, არამედ აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ეს კი ნიშნავს, რომ სახის კანის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლა სწორად წარიმართება.
ქოქოსის კარაქისა და სოდის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ მარკეტში.
დაიბანეთ სახე ამ შინაური საპნით დილაობით და ძილის წინ – შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ!