ებრაული ერის ისტორიაში არსებობს ადამიანი, რომლის სიბრძნეც საუკუნეების მანძილზე ყველას ნუსხავდა. მან ისრაელის სახელმწიფო ისე ააყვავა, როგორც არასდროს.
გთავაზობთ სოლომონ მეფის 15 ბრძნულ ნააზრევს, რომლებიც აღგაფრთოვანებთ:
1. ვინც მოსმენის გარეშე პასუხს სცემს, სულელია და სირცხვილი მას.
2. ამ ზეცის ქვეშ ყველაფერს თავისი დრო და საათი აქვს: დრო დაბადებისა და დრო სიკვდილისა. დრო შენებისა თუ ნგრევის. დრო გაჩუმებისა და დრო საუბრისა.
3. სულელიც კი, როცა დუმს, შესაძლოა ბრძენი მოგეჩვენოთ.
4. შეჰპირდი - შეასრულე! უმჯობესია, არ შეჰპირდე, ვიდრე შეჰპირდე და არ შეასრულო.
5. უმჯობესია ორნი იყოთ, ვიდრე მარტო. თუ დაეცემიან, ერთმანეთს წამოაყენებენ. ხოლო თუ მარტოხელა მწუხარებაშია, მას თანამგრძნობი არ ეყოლება. თუნდაც მაშინ, როცა ორი ადამიანი ერთად წევს - თბილად არიან. მარტო კი როგორ შეძლებთ გათბობას?
6. ბრძოლაში ნაჩქარევად ნუ ჩაერთვები: რას მოიმოქმედებ მაშინ, როცა შენი მოწინააღმდეგე დაგამარცხებს?
7. მოტეხილი კბილი და დასუსტებული ფეხი იგივეა, როცა გაჭირვებისას არასანდო ადამიანის იმედი გაქვს.გაგრძელება