ბევრ ქალს აღელვებს ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გაჩენა. თუმცა, მათი გაქრობის საშუალება არსებობს, თუ სალონის მომსახურება საიმედოდ არ გეჩვენებათ, ან თქვენთვის ძვირად ღირებულია, ეფექტურ საიდუმლოს ჩვენ გაგიმხელთ.
ნაოჭების გასასწორებელ საუკეთესო საშუალებად სახის ვარჯიში ითვლება. იგი არამარტო ნაოჭებს ასწორებს, მთლიანად კანის მდგომარეობასაც აუმჯობესებს.
ვარჯიში ცხვირ-პირის ნოაჭების გასასწორებლად:
1. ტუჩები მილივით დაამრგვალეთ და წინ გამოსწიეთ.
2. გაბერეთ ლოყები.
3. გააღეთ პირი და წარმოთქვით ასო ო.
4. გაბერეთ ლოყები და ნელა ჰაერი ერთი ლოყიდან მეორეში გადაიტანეთ.
5. ჰაერი ცხვირით ჩაისუნთქეთ, ტუჩები მილივით დაამრგვალეთ, წინ გამოსწიეთ და ჰაერი ისე გამოუშვით.
გააკეთეთ ეს ვარჯიშები ყოველდღე 10-ჯერ. ბევრ დროს არ წაგართმევთ.