ყველასთვის კარგად ცნობილია სოდის სასარგებლო თვისებების შესახებ. ჩვენ კი გთავაზობთ გაეცნოთ სოდის ისეთ შესაძლებლობებზე, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის...
სოდის გამოყენება
1. ვარჯიშის შემდეგ კუნთებში ტკივილის მოსახსნელად, მიიღეთ სარელაქსაციო აბაზანა სოდით.
2. სოდის აბაზანა დაგეხმარებათ ფრჩხილებიდან სოკოსა და ჭუჭყის მოცილებაში
3. უსიამოვნო სუნისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება: 1 ლ თბილ წყალში გახსენით 2 ს.კ. სოდა და 1 ს.კ. პიტნის ზეთი. გააჩერეთ ამ აბაზანაში ხელები და ფეხები 20 წუთით.
4. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად გამოივლეთ პირი სოდიანი წყლით.
5. ფუტქკრისა და სხვა მწერის ნაკბენზე წაისვით ცოტაოდენი სოდა ტკივილისა და ქავილის მოსახსნელად.
6. თაბაშირში შეხვეული ხელი ან ფეხი თუ გექავებათ, თმის საშრობის მეშვეობით შეუშვით შიგნით სოდა. გამოიყენეთ ცივი ჰაერის რეჟიმი..
7. მაცივრიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად, ჩადგით სოდის ხსნარი რამდენიმე საათით.
8. ასპირინთან თანაბარ დოზებში გახსნილი სოდა შეგიძვლით საფუარს.
9. ხველის დროს სოდის ინგალაცია უებარი წამალია.
10. ძვირფასი ლითონის გასაწმენდად, დაასხით მათ სოდიანი მდუღარე წყალი. 10-15 წუთში გაავლეთ ცივ სუფთა წყალში.
11. გულძმარვის დროს დალიეთ სოდიანი რძე.
12. ბროლის ჭურჭელს უწინდებურ ბრწყინვალებას სოდიან წყალში გარეცხვა დაუბრუნებს.
13. ლობიო რომ სწრაფად მოიხარშოს, ლიტრ წყალში გახსენით 1 ჩ.კ. სოდა.
14. ხელებზე კოჟრებს სოდიანი აბაზანები მოგაცილებთ. გაიმეორეთ პროცეედურა კვირაში 2-3-ჯერ.
15. სარეცხი საშუალების ეფექტის გასაძლიერებლად, დაუმატეთ რეცხვისას სოდა.
16. კერძების მომზადების შემდეგ, ხახვის, ნივრისა და თევზის უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად, დაიბანეთ ხელები სოდიანი წყლით.