ეს ბურახი სრულფასოვანი დაბალანსებული კვებაა და მისი მეშვეობით შესაძლებელია ორგანიზმის სრული გაწმენდა, იმუნიტეტის ამუშავება და ჰემოგლობინის აწევა.
კომბოსტოს ბურახის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ კომბოსტო. ორი სიტყვით რომ გითხრათ, ბურახად ის ბაქტერიების მეშვეობით გადაიქცევა, რომელიც კომბოსტოს ფურცლებზე ბინადრობენ. ამიტომაც არანაირი სხვა ინგრედიენტის დამატება საჭირო არ არის.
მომზადების წესი:
მოაცალეთ კომბოსტოს ზედა ფურცლები, ისინი არ დაგვჭირდება.
დაჭერით კომბოსტო იმხელა ნაწილებად, რომ ბლენდერი მოერიოს.
მოათავსეთ დაჭრილი კომბოსტო ბლენდერში და დააქუცმაცეთ. გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, მაგალითად, ქილაში.
დაასხით წყალი, ისე, რომ კომბოსტოს ფარავდეს, ოღონდ არ გაავსოთ პირამდე, რადგან დადუღებისას, შესაძლოა, წვენი გადმოვიდეს.
დააფარეთ მჭიდროდ თავსახური.
მოათავსეთ თბილ და ბნელ ადგილას.
ერთი კვირით გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ მარლის მეშვეობით და ჩაასხით მიღებული წვენი ბოთლში ან ქილაში.
კომბოსტოს განაწური ჩენჩო არ გადაყაროთ, გამოგადგებათ შემდეგი ბურახის მოსამზადებლად - ქორფა კომბოსტოს შეურევთ და უფრო მალე დადუღდება ბურახი.
იმისათვის, რომ უფრო გემრიელად მიირთვათ ბურახი, შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი და მწიკვი დაფქული წითელი წიწაკა – ასე სასმელი ძალიან გემრიელი და არომატული გახდება, თავის საქმეს კი მაინც აკეთებს.
გარდა სამკურნალო თვისებებისა, კომბოსტოს ბურახი შესანიშნავია სალათებზე მოსასხმელად.
სვით ბურახი ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე.