თმა – ქალის სილამაზის ერთ-ერთი განმსაზღვრელია. სამწუხაროდ, ხშირად გარე ზემოქმედებისგან თმა ხუნდება, იყოფა ბოლოები, ხდება მტვრევადი და სუსტი...
მაგრამ არსებობს ბუნებრივი საშუალება, საკუთარი ხელით მომზადებული შამპუნი, რომელიც თმას განკურნავს და შედეგად, ხელს შეუწყობს თმის სწრაფ ზრდას.
შამპუნის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. უბრალოდ, შეურიეთ ყველაფერი და შამპუნი მზად იქნება.
ინგრედიენტები:
100 მლ ჩვილის შამპუნი პარფიუმის გარეშე;
100 მლ თხევადი პანთენოლი;
10 მლ აბუსალათინის ზეთი;
2 ამპულა B12;
1 ჩ/კ თხევადი ვიტამინი A;
1 ჩ/კ თხევადი ვიტამინი E;
იმისათვის, რომ მეტი ეფექტი მიიღოთ, იბანეთ ამ შამპუნით თმა 3 თვის განმავლობაში. დაბანამდე კარგად დაიბანეთ თმა, ცოტა დაიმასაჟეთ თავის კანი, რათა გააძლიეროთ სისხლის მიწოდება თმის ძირებში.
წაისვით შამპუნი, აიქაფეთ და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა კარგად იმოქმედოს, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. დამატებით სიბზინვარის მისანიჭებლად შეგიძლიათ გადაივლოთ ვაშლის ძმარი.