"ფეისბუქის" შემქმნელი რა ხანია, ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს შორისაა და საკუთარი ქონებითაც აოცებდა საზოგადოებას. თუმცა ცნობილია, რომ ქალიშვილის დაბადებასთან ერთად ქონების საკმაოდ დიდი ნაწილი ქველმოქმედებას შესწირა და "ფეისბუქის" აქციებიდან მხოლოდ 1 პროცენტი დაიტოვა თავისთვის.
ცუკერბერგის ცხოვრების წესიც მოკრძალებულია - Volkswagen Golf GTI-თი მოძრაობს, "ფეისბუქზე" ოფიციალურად სიმბოლური ხელფასი აქვს – თვეში 1 დოლარი. არც ჩაცმით გამოირჩევა სხვათაგან და არც ფუფუნების მოყვარულია.
ერთადერთი სიმდიდრე, რაც შედარებით ჩანს და მისი ქონების ადეკვატურია, მისი სახლი გახლავთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიძინა კალიფორნიაში, ქალაქ პალო-ალტოში. მაშინ ეს სახლი 7 მილიონი დოლარი ღირდა, ახლა კი 10 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
სახლის ფართობი 520 კვადრატული მეტრია, 13 ოთახით, რომელთა შორის ხუთი საძინებელი და ხუთი სააბაზანოა, ბუხრები, შუშაბანდიანი ტერასა და უშველებელი სამზარეულო, რომელიც ბაღში გადის.
ორსართულიანი სახლი ქუჩიდან მოშორებით არის და აგურის კედლით შემოსაზღვრული. სახლს წინ დიდი ეზო აქვს, ციტრუსის ხეებით, კროკეტის სათამაშო მინდვრით, აუზით, ფანჩატურით. სრულად...