უამრავ ადამიანს შეხვედრია მსგავსი პრობლემა, როდესაც საღეჭი რეზინი ტანსაცმელს ეკრობა. მისი უკვალოდ მოცილება ძალზე რთულია! მაგრამ არსებობს რამდენიმე საშუალება, რომელიც ამ უსიამოვნებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
როგორ მოვაცილოთ საღეჭი რეზინი ტანსაცმელს:
ძმარი
ოდნავ შეათბეთ ძმარი;
დაასხით საღეჭ რეზინას და პრობლემური ადგილი დაამუშავეთ;
უმალვე გარეცხეთ ტანსაცმელი, რათა რეზინის კვალი და უსიამოვნო სუნი გაქრეს.
არაქისის კარაქი
წაუსვით არაქისის კარაქი კბილის ჯაგრისით ქსოვილზე მიკრულ საღეჭ რეზინს. გააჩერეთ ცოტა ხანს, შემდეგ კი
გარეცხეთ ნივთი ლაქის ამომყვანი საშუალებით, რათა კარაქისგან კვალი არ დარჩეს.
ყინული
მიადეთ ყინულის კუბი საღეჭ რეზინს. ცოტა ხანში სცადეთ მისი მოცილება.
თუ ამ მეთოდმა არ იმოქმედა, გაყინეთ ცოტა ხნით სამოსი. საღეჭი რეზინი იოლად მოსცილდება!