ლამაზი და მბზინავი კანი... ბევრს ჰგონია, რომ ეს აუხდენელი ოცნებაა. და ეს ყველაფერი უსიამოვნო პიგმენტური ლაქების გამოა?
ჩვენ გასწავლით ნიღაბს, რომელიც ამ პრობლემას ნამდვილად მოგიგვარებთ და თქვენი კანი სიჯანსაღითა და სილამაზით მართლაც იბრწყინებს.
მათეთრებელი ნიღაბი-აპკი
დაგჭირდებათ:
1 ს/კ თაფლი;
1 ს/კ ნატურალური იოგურტი (დანამატების გარეშე);
1 ს/კ ლიმონის წვენი.
გამოყენება:
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ, წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ კანზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი აიძრეთ აპკი.
ამ პროცედურის ჩატარება ღამე აჯობებს, რადგან ნიღაბმა შესაძლოა პატარ-პატარა სიწითლეები გაგიჩინოთ, რის ჩაცხრობასაც დრო დასჭირდება.
ნიღბის მომზადების დეტალური წესი იხილეთ ვიდეოში.