ფეხების აბაზანა არა მხოლოდ ხსნის კუნთების დაძაბულობასა და შეშუპებას, არამედ ეს გახლავთ მთელი სხეულის გამაჯანსაღებელი შესანიშნავი საშუალება!
ფეხისგულის კანიდან შესაძლებელია ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლება. ჩაატარეთ ეს ეფექტური პროცედურა კვირაში ორჯერ და გათავისუფლდით წნევის ვარდნისგან, გაიუმჯობესეთ კანის მდგომარეობა და ძილი.
დეტოქსი სახლის პირობებში
მასალა:
• ცხელი წყალი
• 0,5 ჭიქა ზღვის მარილი
• 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
• ზეითუნის ზეთი
პროცედურა:
ჩაყავით ფეხები ეთერზეთიან ცხელ წყალში 10 წუთით.
სველ ფეხისგულებზე წაისვით ზღვის მარილი და შეიხვიეთ თბილი პირსახოცით.
გააჩერეთ ფეხები ამ მდომარეობაში 10 წუთი, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. წაისვით კანზე ზეითუნის ზეთი.
ეს აბაზანა დაგეხმარებათ გრიპის დროს. ავადმყოფობის პირველივე ნიშნებისას ჩაიტარეთ პროცედურა, დილით სრულიად ჯანმრთელი გაიღვიძებთ!