ზოგჯერ განმარტოება ისეთი სანატრელია. აი, 10 მიზეზი, თუ რატომ არის მარტოობა კარგი.
1. გიყვართ თავისუფალი უქმეები
არაფერს გეგმავთ. კომფორტულად გრძნობთ თავს შინაურულ სამოსში სერიალების ყურებისას.
2. კინოში მარტოს გიყვართ სიარული
არ გჭირდებათ ვინმესთან შეთანხმება, რომ კინოში წასვლაზე დაითანხმოთ. ყიდულობთ ერთ ბილეთს და მიდიხართ. თანაც პოპკორნის გაყოფა არავისთან მოგიწევთ.
3. კომფორტულად ხართ მარტო
მეგობრების რესტორანში წასვლაზე დათანხმება, კერძების არჩევაზე კამათი და ხარჯის განაწილება პრობლემურია. როცა მარტო ხართ, კერძებსაც სურვილის მიხედვით ირჩევთ და გადასახადსაც თავად იხდით.
4. არ ხართ სიმარტოვეში დალევის წინააღმდეგი
ჭიქის მოჭახუნებით და სადღეგრძელოებით არავინ შეგაწუხებთ, თანაც არც დამთვრალი მეგობრების მოვლა მოგიწევთ, არც ქუჩებში ბოდიალი, ისედაც სახლში ხართ.
5. მარტო მოგზაურობთ
წახვალთ იქ, სადაც გსურთ და არავისთან გექნებათ შესათანხმებელი მარშრუტი და გეგმები. ახალ ადამიანებს გაიცნობთ, თუმცა, ვალდებულების გამო არ მოგიწევთ მათი კომპანიის ატანა.
6. არავის გაუყოფთ საწოლს
თქვენი ნებაა, გინდათ ზაფხულში ვარსკვლავის პოზაში დაიძინებთ და გინდათ ზამთარში - ტოლმასავით გახვეული. არც არავის ხვრინვა გაგაღვიძებთ და არც არავინ შეგეხებათ ზედმეტად.
7. საჭესთან მშვიდად გრძნობთ თავს
როცა არავინ გირჩევთ, როგორ ატაროთ მანქანა. თანაც ღამე, თავისუფალ ტრასაზე.
8. მობილურზე არ ხართ მიწებებული
არავის უმესიჯებთ, არავინ გაწუხებთ რეკვებით. არავის აბარებთ ახსნა-განმარტებას: სად იყავი, ვისთან ერთად, რას აკეთებდი.
9. როცა მოგესურვებათ, მიუწვდომელი ხართ
შეიძლება რამდენიმე დღე, კვირა ან თვეც კი. და ამის გამო ახსნა-განმარტება არ უნდა ჩააბაროთ არავის. გირჩევნიათ, წიგნთან ერთად განმარტოვდეთ, ვიდრე მხიარულ წვეულებას დაესწროთ.
10. განმარტოება გსურთ
გსურთ განმარტოება, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. გაღიზიანებთ ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ თქვენს მუდმივ ყურადღებას.