არავინ ამბობს, რომ ანგელოზები არიან, მაგრამ ზოგი ისეთი მავნეა, ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე მის მამაკაცზე.
ვერძი
სანამ მასთან შეხვედრას დაიწყებდეთ, ანტიდეპრესანტები მოიმარაგეთ. გაგაოცებთ სიჯიუტითა და ეგოიზმით. ზოგჯერ იცის, რომ არაა მართალი, მაგრამ თავისას მაინც ჯიუტად ამტკიცებს. ახასიათებს აგრესიული გამოხდომები, უჟმურობა და უხასიათობა. თუმცა, ისევე მალე ცხრება, როგორც ფეთქდება.
კურო
იცის, რომ შეუძლია აკეთოს ყველაფერი, როცა მოესურვება. მუდამ კმაყოფილია საკუთარი თავით. უსაზღვროდ ჯიუტია. მიდრეკილება აქვს პესიმიზმისკენ.
ტყუპი
თუ მზად ხართ მუდმივი ცვლილებებისთვის, მონუმენტს დაგიდგამთ. გარდა ამისა, ტყუილის დიდოსტატები და არასაიმედო ტიპები არიან. ტყუპისგან ერთგულებას ნუ მოითხოვთ, როგორც კი გაეცლებით, თქვენს დაქალს დაუწყებს შებმას.
კირჩხიბი
წუწუნა მამაკაცია და ყველა ქალში დედას ეძებს. თუ იდეალს შეხვდა, აუცილებლად შესთავაზებს დაქორწინებას. იდეალური მეოჯახეა, მაგრამ პრეტენზიებით დროზე ადრე გაისტუმრებს ცოლს მიწაში. მასზე დაქორწინებით ახალგაზრდობას გაიმწარებთ.
ლომი
ჩაციკლულია საკუთარ პერსონაზე. ყველა მას უნდა ემსახუროს. უყვარს ფულის ფლანგვა, საოცრად ეჭვიანი, ბუტია და წყენიაა. მასზე ეჭვიანობა კი აკრძალული გაქვთ, ის ხომ თქვენი საკუთრება არაა?! ის ყველა ადამიანსა და საქმეზე წინ უნდა დააყენოთ.
ქალწული
საოცრად პედანტია. ნოტაციებითა და წვრილმანებზე კრიტიკით ტვინს გამოგჭამთ. ზარმაცია, მაგრამ არ აღიარებს. ემოციების გამოხატვა არ უყვარს, სიყვარულისადმი ფრთხილი დამოკიდებულება აქვს.
სასწორი
მეწვრილმანე და ჩაკეტილია. ბევრ მეგობარი ჰყავს, მაგრამ არავის ენდობა. თუ გაბრაზებულია, პირველ შემხვედრზე იყრის ჯავრს. ძალით იქმნის პრობლემებს და მერე დიდხანს უნდება მათ მოგვარებას.
მორიელი
მუდამ უკმაყოფილოა, მუდამ ცუდ განწყობაზე. წყენის დამახსოვრება ახასიათებს. მასზე ეჭვიანი არსება ამქვეყნად არ დადის. ფულს არ ითვლის, მაგრამ იმახსოვრებს, რამდენჯერ დატოვეთ უსაჩუქროდ.
მშვილდოსანი
ტყუილი არ უყვარს, ამიტომ ამბობს სიმართლეს, რაოდენ გულმოსაკლავიც არ უნდა იყოს იგი. თუ ტყუილში გამოგიჭირათ, ვერავინ გიშველით. საოცრად ეჭვიანია, მაგრამ თავად ყველა კაბიანს უკან ეკიდება. იუმორის გრძნობაც კი ვერ გაამართლებს მის უარყოფით მხარეებს.
თხის რქა
დარწმუნებულია, რომ "იცის" ცხოვრება და ყველას უკითხავს ლექციას, განსაკუთრებით, მომჭირნეობასთან დაკავშირებით. ამიტომ ახალნაყიდ ნივთებს ნუ გამოუჩენთ. თხის რქას მხიარულ წვეულებაზეც კი ადვილად ამოიცნობთ, მასზე უკმაყოფილო სიფათი არავის აქვს.
მერწყული
მუდამ გრანდიოზულზე ოცნებობს, მუდამ იდეებითაა აღსავსე, თუმცა, ენერგია და მოთმინება მხოლოდ დასაწყისში ჰყოფნის. მხოლოდ ოცნებობს და თქვენც გაჯერებთ, რომ მთებს გადადგამს, შეუძლებელს შეძლებს. სერიოზულ საკითხებში მას ვერ დაეყრდნობით.
თევზები
საკუთარ სამყაროში ცხოვრობს, თავისი კანონებით და საერთოდ არაა მზად რეალური ცხოვრებისთვის. თევზები მუდმივი ბავშვები არიან. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, მეტად მგრძნობიარეები არიან. მათზე მუდამ მოგიწევთ ზრუნვა, რადგან შეჩვეულები არ არიან დამოუკიდებლობას და რაიმე ხიფათს არ გადაეყარონ.